გია ვოლსკი - ოპოზიციის მიერ ეუთო-ს საარჩევნო სისტემის საკითხებში ჩართვის მცდელობა, დროის გაწელვისა და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა

„ოპოზიციის მხრიდან ეუთო/ოდირის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართვის მცდელობა დროის გაწელვის, დეზინფორმაციის მიწოდების და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს, რომლის გადაგზავნასაც ეუთო/ოდირისთვის აპირებს.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციას სურს, რომ საკუთარ მხარდამჭერებში დაძაბულობის მუხტი შეინარჩუნოს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია არ არის ის სტრუქტურები, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავენ.

„ეუთო/ოდირი არაფერ შუაში არ არის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია აპირებს, რომ მიმართოს. ვირტუალურადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი საკითხის დასმა, ეგ იგივეა, რომ შეკითხვა დასვა: სამჯერ სამი ათია თუ არა, ან ორჯერ ორი ხუთია თუ არა. ოდირის ასეთ საკითხებში ჩართვის მცდელობა დროის გაწელვის, დეზინფორმაციის მიწოდების და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა. აქ რომ იყო, ვენეციის კომისიამაც აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი კომპეტენცია, როდესაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო. ნებისმიერი საკითხი, სპეკულაცია, ეუთო, ვენეციის კომისია - ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოება, რომელთა შორისაც დაძაბულობის გარკვეულ მუხტს ინარჩუნებენ, არ დაიშალოს. ჩამოთვლილი სტრუქტურები არ არის ის ადგილი, სადაც ამ თემას იხილავენ. რომც დავუშვათ აბსურდი და მივიღოთ ეგ კანონი, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე დღეს გააუქმოს და უფრო მძიმე კრიზისში ჩავვარდეთ, ვიდრე დღეს ვიმყოფებით. ქვეყანა არ უნდა ჩააყენო ანტიკონსტიტუციურ სიტუაციაში. ამას სერიოზულად ცუდი პროცესები მოჰყვება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს