გიგი უგულავა ხელისუფლებას - დააბრუნეთ არჩევნები და დავეჭიდოთ არჩევნებზე, თუ თავი გაქვთ!

დააბრუნეთ არჩევნები და დავეჭიდოთ არჩევნებზე, თუ თავი გაქვთ! დაგავიწყდათ ასლან აბაშიძემ როგორ დაამთავრა? ეგრე იღრინებოდა, მერე კი კუდამოძუებული გარბოდით ასლან აბაშიძესთან ერთად, - ასე მიმართა მცხეთის მერიასთან შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოპარა ხალხს.

„დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები! არჩევნების ქურდია ივანიშვილი და თქვენც მოგპარათ არჩევანი, ყველას მოპარა, მთელ საქართველოს მოპარა. ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, ხალხმა გადაწყვიტოს ვის აირჩევს. ასე პოლიციის უკან ამოფარებული როდემდე იქნებით? ხომ არ მოგენატრათ ასლანი? დააბრუნეთ არჩევნები და თუ თავი გაქვთ, გამოდით არჩევნებზე. გვამებით მოვაჭრეები ხართ თქვენ. თქვენ მკვდრებს ყოფთ სხვისიანებად და თქვენიანებად, მორალი არ გაქვთ, უსინდისოები ხართ,“ - მიმართა უგულავამ აქციაზე ხელისუფლებას.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს