რომან გოცირიძე - არჩილ თალაკვაძე გავრილოვის სავარძელში რომ ზის და ძალაუფლებით ტკბება, რატომ არ უშვებენ დეპუტატებს პატიმრებთან?

არჩილ თალაკვაძე გავრილოვის სავარძელში რომ ზის, წინ უდევს საწერი კალამი და დოკუმენტს რომ მიუტანენ, სიამოვნებს და ძალაუფლებით ტკბება, რატომ არ უშვებს დეპუტატებს პატიმრებთან?- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

რომან გოცირიძემ არჩილ თალაკვაძეს მიმართა, რომ დააკმაყოფილოს მისი განცხადება ოპოზიციონერი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების თაობაზე.

„მივმართავ არჩილ თალაკვაძეს, გავრილოვის სავარძელში რომ ზის, წინ უდევს საწერი კალამი და დოკუმენტს რომ მიუტანენ, სიამოვნებს და ძალაუფლებით ტკბება-მოვაწერო, თუ არ მოვაწერო ხელი. ორჯერ უთხრა უარი თინათინ ბოკუჩავას გიორგი რურუასთან საპატიმროში შესვლაზე. ბატონი თალაკვაძე, რატომ არ უშვებს ხალხს პატიმრებთან?! ირაკლი ოქრუაშვილის მონახულებაზე ორჯერ მითხრა უარი. დღეს, ხუთშაბათს განცხადება მაქვს შეტანილი. კეთილი ინებოს და ივანიშვილისგან ნებართვის გარეშე თავისი მოვალეობა შეასრულოს. დეპუტატს აქვს კონსტიტუციური უფლება შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში, მათ შორის საპატიმროებში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა