ტექსტილის კომპანიების ჩართულობით, ახალი პროფესიული პროგრამები დაინერგება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექსტილის მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შესაბამისი პროფილის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია პროფესიული განათლების მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და სწრაფად დასაქმდებიან. ამისათვის პროფესიულ კოლეჯებსა და კერძო კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უნდა არსებობდეს, მათ შორის, პროფესიული პროგრამების შემუშავების დონეზეც.

„დღეს ნათია თურნავასა და მე ტექსტილის მწარმოებელმა კომპანიებმა დეტალურად გაგვაცნეს დარგში არსებული პრობლემატიკა. მათ აღნიშნეს, რომ ინდუსტრიაში არის მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე. ჩვენ განვიხილეთ არსებული გამოწვევები და შევთანხმდით, რომ შემუშავდება კონკრეტული პროფესიული პროგრამები მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, რაც ამ დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრაზე ტექსტილის კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი საჭიროებები გამოკვეთეს და შესაბამისი მიმართულების პროფესიული პროგრამის შექმნაში მონაწილების მზადყოფნა გამოთქვეს. თავის მხრივ, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის, დააფინანსოს ტექსტილის კომპანიების საჭიროების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მოსამზადებელი პროფესიული პროგრამები.

შეხვედრის დროს მხარეები თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ და მომავალი სამუშაო შეხვედრები დაგეგმეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს