ანრი ოხანაშვილი ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე - ვენეციის კომისია შეცვალეს კრემლით, რათა მასთან შეათანხმონ, როგორც "ნაცმოძრაობის“ ე.წ. პროექტი, ისე გეგმები

ფაქტია, რომ ვენეციის კომისია შეცვალეს კრემლით, რათა მასთან შეათანხმონ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. პროექტი, ასევე მათი სამოქმედო გეგმები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს.

მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან ზის, ნინო ბურჯანაძის ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტს ამართლებს.

„თქვენ ნახეთ გავრილოვის შემთხვევაში რა განცხადებები კეთდებოდა და წარმოიდგინეთ, რომ იმ ადამიანების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, კრემლში გაემგზავრა შეხვედრებისთვის. შეხედეთ მათ განცხადებებს, როგორ ამართლებენ და როგორი მხარდამჭერები არიან ოკუპანტი ქვეყნის. რაზე უნდა იმსჯელონ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან კრემლში? ხედავთ, როგორი არათანმიმდევრულები არიან და როგორ ამართლებენ მის ამ ქმედებას?! კი არ ცდილობენ, არამედ ამართლებენ ნინო ბურჯანაძეს. ფაქტია, რომ ვენეციის კომისია შეცვალეს კრემლით, რათა მასთან შეათანხმონ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. პროექტი, ასევე მათი სამოქმედო გეგმები. მათ ყველა ქმედებაში იკვეთება მათი რეალური მიზანი - ხელისუფლების დამხობა,” - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა