ნარკოდანაშაულის საქმეზე ბერთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას გირაო 10 000 ლარი შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა.

დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე ბერის გიორგი ქავთარაძის ჩვენება არსებობს, იმის შესახებ, რომ მალანიამ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა პროკურატურის შუამდგომლობა რომან მალანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების თაობაზე, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თუმცა სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოებები, რაც ცხადი გახდა მისთვის დაცვის მხარისგან, რომ არსებობს პოლიციის სამმართველოში ნებაყოფლობით გამოცხადებული მეორე მხარე, რომელიც აცხადებს, რომ მალანიამ მოცემულ ნარკოტიკულ საშუალებებზე არაფერი იცოდა, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა აღნიშნულის თაობაზე, უბრალოდ, რატომღაც გადაწყვიტა რომ დაებრალებინა თავის თავზე. შესაბამისად, არსებობს მხარე, რომელიც აღიარებს და დეტალებში მიუთითებს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას. ამის გათვალისწინებით სასამართლომ გადაწყვიტა შეეფარდებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 ლარის ოდენობით“, - ამბობს ჯიტა გულია.

თავის მხრივ, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღმკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორის მარიამ ქორიძის თქმით, აღნიშნულ საქმეში არსებობს სამართალდამცავების ჩვენებები, ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ასევე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც, პროკურორის განმარტებით, მეტყველებს შემდეგზე - ნამდვილად არსებობს ფაქტობრივი საფუძველი, რომ ბრალდებულმა განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება.

„ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების სახით ითხოვდა პატიმრობას. ჩვენი მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაკავებულს საპატიმრო გირაო შეეფარდა. როცა ბრალდების მხარე მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გაეცნობა განჩინებას, რომელიც მოსამართლემ მიიღო, ამის შემდეგ მიიღებს გასაჩივრების შესახებ პროკურატურა გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია გავეცნოთ, გავიაზროთ ის გარემოებები, რაზეც უთითებს მოსამართლე მოცემულ განჩინებაში. პატიმრობასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს როგორც აღკვეთის ღონისძების გამოყენების სტანდარტი, ასევე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით და ეს არ გახლავთ ერთადერთი გარემოება, ასევე იყო მტკიცებულებათა განადგურების რეალური საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ დასადგენია და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად, რა ვითარებაში, რა მიზნით მოახდინა აღნიშნულმა პირმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები. ვინაიდან, როგორც ცხადყოფს საქმეში არსებული გარემოებები, ამ პირის მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. სამართლომ თუ რას დააფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, ამაზე შემდგომ შემეძლება დეტალურად საუბარი, როცა ჩავიბარებ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მარიამ ქორიძემ.

რაც შეეხება მტკიცებულებს, ქორიძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ინფორმაციაა, არის პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც მიუთითებს, რომ ნამდვილად არსებობს ფაქტობრივი საფუძველი, რომ ბრალდებულმა განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება.

„ბრალდებულმა რომან მალანიამ დღეს დუმილის უფლება გამოიყენა“, - ამბობს მარიამ ქორიძე.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

იხილეთ ვიდეო: ზუგდიდში ნარკოდანაშაულზე ბერთან ერთად დაკავებულ პირს გირაო შეეფარდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა