სოფელ დიღომში ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს

დღეიდან სოფელ დიღომში N7 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს სოფელ დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაიყვანს.

ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესს, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდნენ.

„მინდა, მივულოცო ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას ძველი ავტობუსების ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესის დაწყება. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მერიის ინფორმაციით, ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ეკოლოგიურად სუფთა, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა, თითოეულ მათგანში განთავსებულია wifi მოდემი, რომელიც ავტობუსის სრულად დაფარვას უზრუნველყოფს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო