რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე

კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ჩვენს რეგიონში ნამდვილად გამორჩეული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. ამის მიზეზი, ბუნებრივია, არის ამ ბრენდის ცნობილი საიმედოობა და გამძლეობა, რომელიც განაპირობებს მასზე ასეთ მაღალ მოთხოვნას. თუმცა კომპანიის მხრიდან თავის ერთგულ მომხმარებელზე ზრუნვა არ მთავრდება ავტომობილის წარმოების პროცესთან ერთად. საინტერესო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მოგვაწოდეს „ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლებმა, რომელსაც ქვევით გთავაზობთ:

კომპანია TOYOTA-ს ფილოსოფიის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს „კაიზენი“, რაც იაპონურიდან თარგმანში ნიშნავს მუდმივ სწრაფვას გაუმჯობესებისკენ. ჩვენი კომპანია ხელმძღვანელობს აღნიშნული მიდგომით არა მხოლოდ ახალი ავტომობილების შექმნის დროს, არამედ ბაზარზე უკვე არსებული ავტომობილების მონიტორინგის პროცესშიც. სწორედ ამიტომ, კომპანია "ტოიოტა" დრო და დრო ატარებს სერვისის სპეციალურ კამპანიებს, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ავტომობილებისთვის კამპანიით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება, მათ შორის შესაძლებელია კომპონენტების გაუმჯობესებული ნაწილებით შეცვლაც.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს დღეობით "ტოიოტას" და "ლექსუსის" მარკის ავტომობილის უკლებლივ ყველა მფლობელს ძალიან მარტივად შეუძლია გაარკვიოს საჭიროებს თუ არა მისი ავტომობილი სერვისის რომელიმე სპეციალურ კამპანიას. ამისთვის მან უბრალოდ უნდა შეიყვანოს თვისი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი სპეციალურ ველში https://www.toyota.ge/vincheck ლინკზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისად TOYOTA-ს ან LEXUS-ის ოფიციალურ დილერებს საქართველოში: "ტოიოტა ცენტრ თბილისს", "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა" და "ლექსუს თბილისს", სადაც კამპანიის ფარგლებში მისი ავტომობილის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში კამპანიით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება მოხდება აბსოლუტურად უფასოდ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, კომპანიის ფილოსოფია დაფუძნებულია მუდმივ სწრაფვაზე გაუმჯობესებისკენ და სწორედ ამიტომ, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ახალ სპეციალურ კამპანიებზე. შესაბამისად, სასურველია მომხმარებლის ავტომობილის ვინ კოდის შემოწმება მოხდეს არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, ახალი სპეციალური კამპანიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა