ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალს დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალს დღეს წარუდგენენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ განუცხადა.

მისივე თქმით, ბრალის წარდგენა ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდება, სადაც დაკავებული ამჟამადაა მოთავსებული.

„დაახლოებით ერთ საათში ჩავალ ფოთში, სადაც იმყოფება გიგა ქავთარაძე. დღეს უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მან ჩვენება უნდა მისცეს. თავიდან აღიარებითი ჩვენება ჰქონდა, შემდეგ დუმილის უფლებას იყენებდა და ახლა არ ვიცი, რას იტყვის“, - განაცხადა ჯიტა გულუამ.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, დაკავებულის პროცესი სავარაუდოდ, ზუგდიდის სასამართლოში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს. გიგა ქავთარაძე ბერად ათონის მთაზე აკურთხეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას