ლევან დავითაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარაბალის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარაბალის შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„გარემოს დაცვა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ვალდებულებები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მათ ეფექტიან და დროულ შესრულებაზე ვმუშაობთ “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრა და ყურადღება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალსა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როგორც დიმიტრის კარაბალიმ აღნიშნა, საქართველოს და საბერძნეთის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე შესაძლებელია არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ლევან დავითაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარაბალის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარაბალის შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„გარემოს დაცვა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ვალდებულებები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მათ ეფექტიან და დროულ შესრულებაზე ვმუშაობთ “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრა და ყურადღება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალსა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როგორც დიმიტრის კარაბალიმ აღნიშნა, საქართველოს და საბერძნეთის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე შესაძლებელია არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი