თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ლონდონში ნატო- დაარსებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული 2-დღიანი სამიტი დასრულდა. ალიანის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ნათქვამია - მიუხედავად ალიანსში დაძაბულობისა ნატოს კავშირი კვლავ მყარია და ალიანსი კვლავ რჩება კოლექტიური თავდაცვის მთავარ გარანტად.

დეკლარაციის მიხედვით, ნატოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის აგრესიული ქმედებები, უკონტროლო მიგრაცია, ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლონდონში დასრულებულ ნატო- სამიტზე თვისობრივად ახალი არც არაფერი მომხდარა. თუ, რა თქმა უნდა, აშშ- პრეზიდენტისათვის დამახასიათებელ ქცევასა და ხუმრობებს არ ჩავთვლით.

მიუხედავად იმისა, რომ ალიანსში ბევრ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, ერთობლივმა დეკლარაციამ ბევრ საკამათო საკითხებსაც დაუსვა წერტილი. თქვენ როგორ შეაფასებდით ნატო- დაარსებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული 2-დღიანი სამიტის შედეგებს?

- ლონდონის სამიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ალიანსისათვის და არა მხოლოდ 70 წლის იუბილეს გამო. ნატოს იმ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი, რაც ეგზისტენციალურია ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისათვის.

ესენია - დაფინანსება, საფრთხეების შეფასება და, რაც ყველაზე მთავარია, ორგანიზაციის მისია და მომავალი, არსებული უთანხმოებებისა და კრიტიკული გადაფასებების ფონზე.

ამ თემებმა ლიდერების მძაფრი დისკუსია გამოიწვია. ნათლად გამოჩნდა განსხვავებები სახელმწიფოთა პოზიციებს შორის, თუმცა მისასალმებელია, რომ მეკავშირეები არ მოერიდნენ მწვავე საკითხებზე კამათსა და გულწრფელ მსჯელობას, რამაც საბოლოო ჯამში შედეგიც მოიტანა და აისახა საბოლოო დეკლარაციაში.

მისასალმებელია, რომ მეკავშირეები არ მოერიდნენ მწვავე საკითხებზე კამათსა და გულწრფელ მსჯელობას, რამაც საბოლოო ჯამში შედეგიც მოიტანა და აისახა საბოლოო დეკლარაციაში

შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ნათელია რომ მეტი სიცხადეა დაფინანსების საკითხში - მეკავშირეებმა დაადასტურეს მზადყოფნა 2% და 20%-ის ვალდებულებების შესრულების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის დაფინანსების საერთო მოცულობას.

შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთი, ტერორიზმი, ბირთვული უსაფრთხოება და ე.წ. 360 გრადუსიანი უსაფრთხოების სტრატეგია. კარგია, რომ მოხდა შეთანხმების მიღწევა თურქეთთან ბალტიის რეგიონის დაცულობის გაძლიერების შესახებ.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ლიდერებმა ასევე ხაზგასმით დაადასტურეს ერთგულება ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რითაც საფუძველი გამოაცალეს მითქმა-მოთქმას ნატოს გაფართოების შესაძლო დასრულების შესახებ. ასევე საგულისხმოა ნატოს პასუხი ე.წ. ახალი ტიპის გამოწვევებზე.

უპირველეს ყოვლისა, ესაა კიბერ სივრცე, 5G-ის ჩათვლით. საყურადღებოა ჩინეთის თემატიკაც, რომლის ზეგავლენის ზრდაც ერთდროულად შეფასებულ იქნა როგორც შესაძლებლობაც და როგორც გამოწვევაც.

ვფიქრობ, ეს საკითხი განსაკუთრებით გასათვალისწინებელი უნდა იყოს ჩვენთვის, როგორც ევროპა აზიის დეფერფანში სოლიდური ინტერესის მქონე სახელმწიფოსათვის და ქვეყნისთვის, ვისაც ევროკავშირთან და ჩინეთთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს გაფორმებული.

ჩვენს სწორ სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაიზრდება საქართველოს როლი ალიანსისათვის, რომელიც ესოდენ საინტერესო და საგულისხმო შეფასებებს აკეთებს ჩინეთის მისამართით.

ჩვენს სწორ სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაიზრდება საქართველოს როლი ალიანსისათვის, რომელიც ესოდენ საინტერესო და საგულისხმო შეფასებებს აკეთებს ჩინეთის მისამართით

ფრიად საყურადღებოა ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი, რაც ძირეული თემაა ალიანსისათვის. მოგეხსენებათ ნატო, ისევე როგორც მსოფლიოში დღეს მოქმედი უსაფრთხოების არქიტექტურა, შეიქმნა კონვენციური და არაჰიბრიდული საფრთხეების პირობებში.

ამაზე იყო მორგებული არამხოლოდ თავდაცვის, არამედ პრევენციის მექნიზმებიც. ეს სისტემა არაეფექტიანი აღმოჩნდა ახალი ტიპის საფრთხეებისადმი, რადგან მათი იდენტიფიცირება დღეს არსებული უსაფრთხოების მექნიზმებით პრობლემურია. აღნიშნული ეხება ცნობილ მე-5 მუხლსაც, რომლის ამოქმედებაც ხდება ალიანსის ერთ-ერთი წევრის მიმართ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში.

ეს კარგად მუშაობს დეკლარირებული ომისა და კონვენციური საფრთხის შემთხვევაში, მაგრამ რა ვქნათ, თუ საქმე ჰიბრიდულ საფრთხესთან და არადეკლარიებულ აგრესიასთან გვაქვს?

როდესაც ძნელი და ზოგჯერ შეუძლებელიცაა მოწინააღმდეგის იდენტიფიკაცია, როდესაც შეუძლებელია მყისიერი გადაწყვეტილების მიღება და თავდაცვის ერთიანი მექნიზმის დროული ამოქმედება?

განსაკუთრებით ბევრი კითხვაა კიბერსივრცეში განხორციელებული შესაძლო შეტევების თობაზე. ამიტომაც მისასალმებელია, რომ სამიტმა სწორედ ამ საკითხებს დაუთმო დიდი ყურადღება. ალიანსის დროული ადაპტირება ჰიბრიდული საფრთხეებისადმი ის გასაღებია, რაც დააჩქარებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

ალიანსის დროული ადაპტირება ჰიბრიდული საფრთხეებისადმი ის გასაღებია, რაც დააჩქარებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას

ეს პროცესი ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან სწორედ მის შედეგად მიიღწევა საქართველოსნაირი ქვეყნის დაცულობა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი პირველი გახდა ჰიბრიდული ომის მსხვერპლი.

- ვიცით, რომ ალიანსში აზრთა სხვადასხვაობა იყო ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა რუსეთი და ალიანსის რიგი ქვეყნების რუსეთისადმი დამოკიდებულება.

ნატოს ლონდონის სამიტამდე პრეზიდენტმა მაკრონმა ნატოსტვინ მკვდარი“, ორგანიზაცია უწოდა. ასევე თქვა, რომ ევროპისათვის რუსეთზე მეტად საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს, ევროპელებს კი მოუწოდა, თავდაცვის საკუთარი სისტემა შექმნან.

მაკრონის ამ კომენტარს, მყისიერად გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც განაცხადა - „ევროპული თავდაცვის პროექტი არ უნდა იყოს ნატოსთან წინააღმდეგობაში.“

მიუხედავად იმისა, რომ აშშ- პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ მაკრონს რიგ საკითხებში არ დაეთანხმა, სულ ცოტა ხნის წინ ევროპაში რუსეთისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მაპროვოცირებელი სწორედ პრეზიდენტი ტრამპი იყო.

მეტიც, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ხელმძღვანელი ტრამპი გახდა, ტრამპმა დაანგრია დასავლეთის, მათ შორის ნატოს მიმართ რუსეთში არსებული წარმოდგენები.

ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დროს არ კარგავს და დასავლეთისა და თავისი მოქალაქეების გასაგონად აცხადებს - მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთს უახლოვდება, რუსეთს აქვს შესაძლებლობა რით უპასუხოს ალიანსს.

ასეთ ფონზე რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ალიანსმა თუნდაც რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად, ან სხვა მის მიერ დასახელებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას?

- ვფიქრობ რუსეთზე, როგორც საფრთხეზე, შეთანხმება ნატოს ლონდონის სამიტის ერთ-ერთი დიდი მიღწევაა. დიახ, იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ საბოლოოდ ერთიან პოზიციაზე შეჯერება მოხერხდა.

ვფიქრობ რუსეთზე, როგორც საფრთხეზე, შეთანხმება ნატოს ლონდონის სამიტის ერთ-ერთი დიდი მიღწევაა. დიახ, იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ საბოლოოდ ერთიან პოზიციაზე შეჯერება მოხერდა

რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, იგი არა მისი განცხადებებით, არამედ მისი ქმედებების მიხედვით უნდა შევაფასოთ. პოლიტიკა რთული ხელოვნებაა, მით უფრო შიდა პრობლემების, საარჩევნო წლისა და იმპიჩმენტის ვნებათაღელვის ფონზე. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მოდით ვიმსჯელოთ შედეგებით - „ცივი ომის“ შემდგომ მე არ მახსენდება აშშ-ს სანქციების ისეთი კასკადი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, როგორიც დღესაა, არ მახსენდება ისეთი აქტიურობა ნატოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისათვის, როგორიც დღესაა, ისეთი დახმარება ნატოს მეკავშირეებისათვის, რასაც დღეს ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთოებების შემდგომი განვითარება.

ცივი ომისშემდგომ მე არ მახსენდება აშშ- სანქციების ისეთი კასკადი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, როგორიც დღესაა, არ მახსენდება ისეთი აქტიურობა ნატოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისათვის, როგორიც დღესაა, ისეთი დახმარება ნატოს მეკავშირეებისათის, რასაც დღეს ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთოებების შემდგომი განვითარება

ჩვენ ადრეც ბევრი გვისაუბრია „საქართველოს მხარდაჭერის აქტზე“, ინიციატივაზე რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს იქნა აშშ-ს კონგრესში გაჟღერებული პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ.

დღეს ამ დოკუმენტს მნიშვნელოვანი გზა აქვს გავლილი სრულფასოვან სამართლებრივ აქტად გადაქცევისათვის. ჩვენი ამოცანაა, არ დავიშუროთ ძალისხმევა რომ ეს დოკუმენტი დროულად იქცეს კანონად. მერწმუნეთ, რომ ეს ალიანსისთვისაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველო-რუსეთს პრობლემატიკის მიმართ ეფექტიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.

რაც შეეხება მოსაზრებებს დამოუკიდებელი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შესახებ, არ მგონია, რომ დღეს თავად ევროპა იყოს ამ ხედვაში ერთიანი. ამ მხრივ, საგულისხმოა გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ დღეს ევროპას იმაზე მეტად სჭირდება ნატო, ვიდრე ეს იყო ცივი ომის პირობებში.

სწორედ აშშ-ს აქტიურმა ჩართულობამ უზრუნველყო ევროპული კეთილდღეობა, ამიტომაც შეერთებული შტატების როლი ყოველთვის იქნება უაღრესად წონადი ევროპულ უსაფრთხოებაში.

სწორედ აშშ- აქტიურმა ჩართულობამ უზრუნველყო ევროპული კეთილდღეობა, ამიტომაც შეერთებული შტატების როლი ყოველთვის იქნება უაღრესად წონადი ევროპულ უსაფრთხოებაში

საფრანგეთისათვის კი სკეპტიკური ხედვები ნატოს მიმართ არახალია და პერიოდულად აქტიურდება. გავიხსენოთ თუნდაც დე გოლის პერიოდი, როდესაც საფრანგეთმა გადაწყვიტა ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოსვლა.

მაგრამ, ნატოს ისტორია გვაჩვენებს რომ ყოველი ასეთი უთანხმოებების დროს, ალიანსის წევრები გულწრფელი დისკუსიებით პოულობენ გზას საერთო უსაფრთხოების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ვფიქრობ, ლონდონის სამიტიც ასეთი პროცესის ნაწილია.

- ფაქტია, რომ ნატოს სამიტის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება - "დღეს ჩვენ ვალდებულნი ვართ მხედველობაში გვქონდეს, რომ ნატოს გაფართოება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ მთავარ პოტენციურ მუქარას წარმოადგენს. ამიტომაც ჩვენი არმიის ტექნიკურ გადაიარაღებას ყველაზე დიდ ყურადღებას ვუთმობთ და კვლავაც დავუთმობთ", შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო.

სამიტზე გამოსვლისას ნატო- გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა - "საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა".

თუ ნატომ თავის საფრთხეებად დასახელებულ ოთხივე პრობლემის გადასაჭრელად მკაფიო და სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ პროცესში თავისი ადგილი და როლი ჰქონდეს საქართველოს, ქვეყანას, რომლის პრობლემები სწორედაც რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და კიბერუსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება?

- პუტინის განცხადება არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ნატოს არსებობის 70 წლის განმავლობაში კეთდებოდა რუსეთისა თუ სსრკ-ს ლიდერების მიერ. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს ყველაზე უსაფრთხო საზღვრები სწორედ ნატოს ქვეყნებთან აქვს.

სწორედ ალიანსი უზრუნველყოფს, რომ რუსეთში არ ხდებოდეს იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, ტრაფიკინგი, ტერორისტების გადაადგილება და ა.შ. რაც მართლაც წარმოადგენს რუსეთისათვის საფრთხეს და რისგანაც დაცვას ის ვერ უზრუნველყოფს იმ საზღვრებზე, რომელიც ნატოს არაწევრ სახელმწიფოებთან აქვს.

გარდა ამისა, თუკი ვინმესთან ესწრაფვის რუსეთი სავაჭრო-ეკონომიკურ ან თუნდაც კულტურული კავშირების გაღრმავებას, ეს სწორედ ალიანსის წევრი ქვეყნებია. მაშ რაში მდგომარეობს ნატოს გაფართოების საფრთხე?

აქ პასუხი ერთადერთია - რუსეთს მოუწევს გამომშვიდობება გავლენის სფეროებთან და მოუწევს იმ ქვეყნების თანასწორუფლებიან პარტნიორად აღიარება, რომლებსაც დღეს საკუთარ პროვინციებად და ე.წ. „უკანა ეზოდ“ მიიჩნევს.

რუსეთს მოუწევს გამომშვიდობება გავლენის სფეროებთან და მოუწევს იმ ქვეყნების თანასწორუფლებიან პარტნიორად აღიარება, რომლებსაც დღეს საკუთარ პროვინციებად და .. „უკანა ეზოდმიიჩნევს

ეს გახლავთ მთავარი პრობლემა და არა ის, რომ რუსეთს მართლა სჯერა რომ ნატო შეიძლება თავს დაესხას. დღეს პუტინი ყველაფერს ცდილობს, რომ სათავისოდ გამოიყენოს ალიანსში არსებული უთანხმოებები. თქვენს მიერ ხსენებული მისი განცხადებებიც ამ მიზანს ემსახურებოდა.

რაც შეეხება არმიის გადაიარაღებას, ამას რუსეთი ნატოს გარეშეც აკეთებს. არაერთი მაგალითის მოტანა შეიძლება, როგორ არღვევს რუსეთი შეთანხმებებს შეიარაღების სფეროში, მათ შორის ბირთვული იარაღისა და ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის თაობაზე.

მაგრამ, ნატო პუტინისათვის აუცილებელია, რომ გაამართლოს ის კოლოსალური ხარჯები, რაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში უჩინარდება. შეიძლება ითქვას, რომ რუსულ ეკენომიკაში ეს ის სფეროა, სადაც ჯერ კიდევ რამე იწარმოება. სანქციებს თავისი შედეგი მოაქვს რაც დროთა განმავლობაში უფრო მწვავედ იგრძნობა. ამ ფონზე იარაღით ვაჭრობა განსაკუთრებით მომგებიანია რუსეთისათვის. ამასთანავე ჰიბრიდული ომების წარმოება კოლოსალურ ხარჯს მოითხოვს.

ყოველივე ამას კი გამართლების მოძებნა სჭირდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხედრო მრეწველობა, იარაღით ვაჭრობა და კონფლიქტები რუსეთის მაღალჩინონსანთა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საშუალებით ასობით მილიონი დოლარის „გარეცხვა ხდება“. კორუფციული გარიგებები და არალეგალური შემოსავლები კი სულ უფრო ახალ „მწვერვალებს აღწევს“. ეს გახლავთ ამ ე.წ. „გადაიარაღების“ რეალური მიზეზი და არა ნატოს გაფართოება.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ვითარებაში ალიანსთან თანამშრომლობა ჩვენთვის კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ხაზს უსვამ, საქართველო-რუსეთის დარეგულირების საუკეთესო გზა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა. მხოლოდ უსაფრთხოების მყარი საერთაშორისო გარანტიების პირობებშია შესაძლებელი რეალობად იქცეს დეოკუპაცია და რეალური რეინტეგრაციის პროცესის წარმართვა.

საქართველო-რუსეთის დარეგულირების საუკეთესო გზა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა. მხოლოდ უსაფრთხოების მყარი საერთაშორისო გარანტიების პირობებშია შესაძლებელი რეალობად იქცეს დეოკუპაცია და რეალური რეინტეგრაციის პროცესის წარმართვა

ის ფაქტი, რომ დღეს ალიანსი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ჰიბრიდულ საფრთხეებს აქცევს, შანსია საქართველოსთვის, რომ ფართო სურათში წარმოაჩინოს საკუთარი უსაფრთხოების პრობლემატიკა. ჩვენს როლსა და ადგილს ჩვენზე უკეთესად ვერავინ განსაზღვრავს. ალიანსს ჩვენ უნდა შევთავაზოთ ის ნიშა, რომელიც შეიძლება საქართველომ დაიკავოს. ამ ქვეყანას გააჩნია ეს შესაძლებლობა და ეს სწორად უნდა გამოვიყენოთ.

ნატო დაინტერესებულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში. განსაკუთრებული აქტუალურობას იძენს შავი ზღვის უსაფრთხების საკითხი, სადაც საქართველოს საკუთარი მნიშვნელოვანი როლი აქვს არამხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურიც.

დღეს ჩვენ სერიოზული პრაქტიკული ინსტრუმენტები გაგვაჩნია, მაგრამ მეტის გაკეთება შეგვიძლია და მეტი აქტიურობაც გვმართებს. ახალი ინიციატივებით, პროექტებით, რეფორმებით უფრო საინტერესონი უნდა გავხდეთ საერთო ტრანს-ატლანტიკური სივრცისთვის.

ნატო დაინტერესებულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში... დღეს ჩვენ სერიოზული პრაქტიკული ინსტრუმენტები გაგვაჩნია, აგრამ მეტის გაკეთება შეგვიძლია და მეტი აქტიურობაც გვმართებს. ახალი ინიციატივებით, პროექტებით, რეფორმებით უფრო საინტერესონი უნდა გავხდეთ საერთო ტრანს-ატლანტიკური სივრცისთვის

ნატოს წევრობა ორ რამეს ეფუძნება - ღირებულებით კომპონენტსა და პრაქტიკულ შესაძლებლობებს. ჩვენ ორივეში უნდა ვიყოთ სამაგალითონი. ჩვენ უნდა ვიყოთ წარმატებული დემოკრატია არა მხოლოდ რეგიონში, არაწევრ სახელწიფოებს შორის, არამედ სწორედ წევრი ქვეყნების დემოკრატიის ყველაზე მაღალი პარამეტრებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ამოცანადაც ამ სტანდარტების მიღწევა უნდა დავისახოთ.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს რუსეთის აგრესიისაგან და „უკანა ეზოდ“ გადაქცევისაგან დაიცავს, შეგვინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას და უზრუნვეყოფს ჩვენს განვითარებას.

აქართველოს ნატოში გაწევრიანება ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს რუსეთის აგრესიისაგან დაუკანა ეზოდგადაქცევისაგან დაიცავს, შეგვინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას და უზრუნვეყოფს ჩვენს განვითარებას

- „აღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებისთვის ხელშეწყობის მიზნით დიალოგის ახალი ფორმატი შეიქმნა. ახალი ფორმატიევროკავშირი + 3“ ( საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) სამივე ამ ქვეყანას მეტ საშუალებას მისცემს გაიიოლოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა.

მხედველობაში მაქვს ის, რომ სამივე ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით - საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით.

თქვენ როგორ შეაფასებდითაღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებისთვის ხელშეწყობის მიზნით დიალოგის ახალი ფორმატის შექმნას და რამდენად შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას იმის იმედი, რომ მისი ამოქმედება ხელს შეუწყოს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას?

- უდავოდ მისასალმებელი მიღწევაა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს მეგორებსაც. ამ თემაზე წლებია მუშაობს ქართული დიპლომატია და სწორედ ამ, ზოგ შემთხვევაში „ჩრდილში მყოფი“, ადამიანების თავდაუზოგავი შრომის წყალობით იქნა მიღწეული ეს მნიშვნელოვანი წარმატება.

ასევე მსურს აღვნიშნო ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, შვედეთისა და სხვათა როლი ამ მნიშვნელოვან საქმეში. EU+3 ის ფორმატია, რომელიც საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ასოცირებულ ქვეყნებს, ინტეგრაციის შემდგომ პრაქტიკულ მექანიზებს აძლევს.

რა თქმა უნდა, ეს არაა საგზაო რუკა, მაგრამ სწორად გამოყენების შემთხვევაში მიღწეული პრაქტიკული ეფექტი მეტად მნიშვნელოვანი იქნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს შესაძლებლობაა კონკრეტულ სფეროებში მივაღწიოთ ევროკავშირის სტანდარტებს და პრაქტიკული თვალსაზრისით უფრო ხელშესახები გავხადოთ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისათვის.

EU+3 ის ფორმატია, რომელიც საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ასოცირებულ ქვეყნებს, ინტეგრაციის შემდგომ პრაქტიკულ მექანიზებს აძლევს

ნიშანდობლივია, რომ იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირში მიმდინარეობს უმწვავესი დებატები ინტეგრაციისა და გაფართოების პროცესებზე, მოინახა შესაძლებლობა, რომ ასოცირებულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღმავების მექანიზმი მიგვეღო.

იმავდროულად ეს მიღწევა დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ევროკავშირი სწორედაც რომ ევროპულ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს და ჩვენგანაც სწორედ ევროპული დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოელის.

ამიტომაც ბევრია დამოკიდებული ჩვენს მონდომებაზე, ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებაზე, რეფორმებზე, პარტნიორთა მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებაზე, დემოკრატიის წინსვლაზე და არსებული საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებაზე.

- ჩვენ გვერდს ვერ აუვლით ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს, რომელიც რაც მეტი დრო გადის, მით მეტად რთულდება. მხედველობაში მაქვს ქუჩაში, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან საპროტესტო აქციებში გადასული პოლიტიკური პროცესი.

ამას ემატება თავად მმართველ გუნდში მიმდინარე რყევები. ასევე ის, რომქართული ოცნებაკატეგორიულ უარს ამბობს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც შიდა პოლიტიკაში ხდება?

- მოკლედ თუ ვიტყვით, პროცესი ძალიან დამაფიქრებელი და სახიფათოა. არა იმიტომ, რომ ესა თუ ის საარჩევნო მოდელი სჯობს ან არ სჯობს მეორეს, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლების და ქვეყნის რეპუტაციას ადგება ზიანი.

საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ხმამაღალი დაპირებები გასცა საარჩევნო მოდელის ცვლილების თაობაზე. ამ ვალდებულებამ ისეთ მაღალ ფორმატებში გაიჟღერა, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭო და სხვა. ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან.

რაც ყველაზე მთავარია, ეს დაპირება გაიცა საკუთარი ხალხის, საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. უფრო მეტიც, კანონმდებლობის მიხედვით ჩატარდა მოსალოდნელი ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვები საქართველოს რეგიონებშიც და ამის შემდგომ, მოწონებული და საზოგადოებასთან შეჯერებული კანონპროექტი განიხილა პარლამენტმა.

და აი აქ მოხდა ის „სიურპრიზი“, რამაც ასეთი მღელვარება გამოიტანა. საგულისხმოა, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა რიგებში ისინიც კი აღმოჩნდნენ, რომლებიც ამავე კანონპროექტის ინიციატორებიც კი იყვნენ. ყოველივე ამან სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

ვერ ვიტყვი, რომ ვითარებიდან გამოსავლად ხელისუფლებამ წარმატებული სტრატეგია აირჩია. ხისტმა განცხადებებმა, უკმაყოფილოთა “ნაცებად” მონათვლამ და ე.წ. “თემის დახურვამ” ვითარება მხოლოდ გაამწვავა და დღეს ნამდვილად არსებობს პოლარიზაციის გაღრმავების საფრთხე.

ვერ ვიტყვი, რომ ვითარებიდან გამოსავლად ხელისუფლებამ წარმატებული სტრატეგია აირჩია. ხისტმა განცხადებებმა, უკმაყოფილოთანაცებადმონათვლამ და .. “თემის დახურვამვითარება მხოლოდ გაამწვავა და დღეს ნამდვილად არსებობს პოლარიზაციის გაღრმავების საფრთხე

დამაფიქრებელია, რომ ამ პოლარიზაციაში ჩართულია ახალგზრდობა, რომელიც არ შეიძლება პოლიტიკურ გამოცდილებას თანამოქალაქესთან ქუჩაში დაპირისპირებით ღებულობდეს. დაუშვებელია მომავალი თაობის ემოციებით მანიპულირება, დაუშვებელია მათი გამოყენება პოლიტიკური თამაშებისათვის. ყველაფრით შეიძლება ვითამაშოთ, მაგრამ არა საქართველოს მომავლით, არა იმ თაობით, რომელმაც მომავალი საქართველო უნდა ააშენოს.

პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ. არასწორია ქვეყნის დაყოფა „ნაცებად და ქოცებად“. ასეთი ტერმინები ძალიან საშიშია, ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი გაყოფილი ჯგუფები, გვინახავს მათი პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს რომ ამას შედეგი ქვეყნისათვის არ მოუტანია.

ფიზიკური დაპირისპირებები საშიშია ყველასთვის და თავად ხელისუფლებისათვისაც, რადგან არაფერი იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის ისეთ შერყევას, როგორც ასეთი ინცინდენტები.

პოლიტკური პროცესის ქუჩაში გადატანა, ეს სახელმწიფოს სისუსტის მანიშნებელია. თუკი პოლიტიკაში ხარ შენი ამოცანა მოწინააღმდეგე პარტიის დასამარება კი არა ქვეყნის აღმშენებლობა უნდა იყოს.

ხელისუფლებაში ყოფნა არამხოლოდ პარტიულ ლიდერობას გულისხმობს, არამედ მათი ინტერესების გათვალისწინებასაც, ვინც განსხვავებულ პოზიციაზეა. ესაა პოლიტიკის წარმოების ევროპული სტანდარტი და თუ დასავლურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ ამასაც უნდა შევეჩვიოთ.

ხელისუფლებაში ყოფნა არამხოლოდ პარტიულ ლიდერობას გულისხმობს, არამედ მათი ინტერესების გათვალისწინებასაც, ვინც განსხვავებულ პოზიციაზე. ესაა პოლიტიკის წარმოების ევროპული სტანდარტი და თუ დასავლურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ ამასაც უნდა შევეჩვიოთ

მოლაპარაკებების კარის დახშობით საქმე არ კეთდება. კანონმდებლობა იმისათვის არსებობს, რომ ქვეყნის სტაბილურობა უზრუნველყოს და არა იმიტომ, რომ საზოგადოების ინტერესს დაუპირისპირდეს.

ეს პირველ რიგში კანონის შემოქმედებს უნდა ახსოვდეთ და კაზუისტიკაში ვარჯიშის ნაცვლად ვითარებას ეროვნული ინტერესების პრიზმაში უნდა შეხედონ. იმედია, ყველას გვეყოფა გონიერება, რომ არსებული ვითარება არ დავამძიმოთ და რაციონალური გამოსავალი მოვძებნოთ.

- მოძრაობადემოკრატიული საქართველოსლიდერის ნონო ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტები კარგა ხანია აღარავის უკვირს, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა პოლიტიკაში გართულებული ვითარების ფონზე მისი ახლა მოსკოვში გამგზავრება არაერთმნიშვნელოვნად იქნა აღქმული.

ქართული ოცნებისწინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია ბურჯანაძის ვიზიტს მოსკოვში კი გაემიჯნა, მაგრამ უცნაურად დაემთხვა ამ პროცესებს რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადება საქართველოზე, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა 2008 წლის მოვლენები.

რატომღაც შეგვახსენა, რომ მის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რაც კი მას საერთოდ მიუღია, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნა,ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“.

ასევე შემთხვევითს ვერანაირად ვერ დავარქმევთ ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ცხინვალში დაკავებული ექიმ გაფრინდაშვილთან დაკავშირებითაც. ასევე იმის მტკიცებას, რომ რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევისაგანთავს იკავებს“.

თქვენ როგორ აღიქვით აქციების ფონზე ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში, საქართველოზე პრემიერ-მინისტრ მედვედევისა და რუსეთის საგარეო უწყების განცხადებები?

- დღეს თუკი ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია. მერწმუნეთ, რომ მისი მესვეურები ყველაფერს იღონებენ არსებული მდგომარეობის გასამწვავებლად. კრემლი მაქსიმალურად გამოიყენებს ჩვენს შიდა შუღლს, ურთიერთგაუტანლობასა და დაპირისპირებას რათა დაასუსტოს ქართული სახელმწიფო და საკუთარ პროვინციად აქციოს.

„საქართველო შეუმდგარი სახელმწიფოა“ - ესაა ის კლიშე, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს რუსული პროპაგანდა დასავლურ წრეებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს საფრთხე კარგად გავაცნობიეროთ და საკუთარი წინდაუხედაობით მეტოქეს ხელი არ შევუწყოთ ჩვენივე ქვეყნის დასუსტებაში.

დღეს თუკი ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია, ჩვენი ამოცანაა, საკუთარი წინდაუხედაობით მეტოქეს ხელი არ შევუწყოთ ჩვენივე ქვეყნის დასუსტებაში

იმავდროულად, კრემლი ცდილობს ქართულ საზოგადოებაში გააღვივოს ნიჰილიზმი და აჩვენოს, თუ „როგორი უაზროა რუსეთთან წინააღმდეგობა“. ამიტომაც ხდება ადამიანების გატაცება, მავთულხლართების გავლება და სხვა უამრავი დანაშული. ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც სწორედ ამ მიდგომის შედეგია.

„ჭრილობაში მარილის ჩაყრის“ ტექნოლოგია კრემლმა კარგად იცის და ჩვენთანაც ეცდება ოკუპაცია რაც შეიძლება აუტანელ რეალობად აქციოს. ამაზე პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - მუდმივი აქტიურობა დიპლომატიურ ფრონტზე და მაქსიმალური პოლიტიკური საფასური მოთხოვნა რუსეთის უკანონო ქმედებებისათვის.

მოსკოვისათვის ნებისმიერი კომფორტის შექმნა საერთაშორისო არენაზე აუცილებლად დაგვიბრუნდება ოკუპაციის ახალი ტალღით. საზოგადოებრივ წინააღმდეგობას და შეუგუებლობას ოკუპანტი ყველგან უნდა გრძნობდეს. ეროვნული ერთიანობა ის ძლიერი იარაღია, რომელიც ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგესაც კი აგრესიაზე ხელს აააღებინებს.

რაც შეეხება ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებას, არ მგონია, რომ მისი ვიზიტი ამ სტრატეგიის ნაწილად გამოდგეს. რუსეთთან დიალოგის წარმატება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერით და დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან აქტიური ზეწოლით.

რუსეთთან დიალოგის წარმატება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერით და დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან აქტიური ზეწოლით

რუსეთთან ორმხრივ ფორმატში „დათბობა-დაყვავების“ მცდელობები რითი მთავრდება, ამის მაგალითად გეორგიევსკის ტრაქტატი, 1920 წლის 7 მაისის შეთანხმება, მოლდოვა, უკრაინა და თავად საქართველოს უახლესი ისტორიაც გამოდგება.

მხოლოდ განვითარებით, დემოკრატიით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, დემოკრატიული არჩევნებით, ევროპული განათლებით, წარმატებული ეკონომიკით და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით არის შესაძლებელი ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

- ბრძანეთ - „ჩვენს სწორ სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაიზრდება საქართველოს როლი ალიანსისათვის, რომელიც ესოდენ საინტერესო და საგულისხმო შეფასებებს აკეთებს ჩინეთის მისამართით.“

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიანაკლიის განვითარების კონსორციუმისდამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ. მეტიც, მისი თქმით, თუ ანაკლიის პორტის პროექტი საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება, ეს პროექტის განხორციელებას შეაფერხებს.

ამის პარალელურად კონსორციუმის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება, რითაც ირიბად მიანიშნა იმაზე, რომ ხელისუფლება ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის იდეას კვლავაც ლობირებს.

თქვენი საკმაოდ საინტერესო მოსაზრების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?

- მახსოვს ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამ თემაზე და ბოლომდე ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ოპტიმიზმი. ფოთი და ანაკლია განსხვავებული “წონითი კატეგორიაა”. ანაკლიას შეუძლია შავ ზღვაზე შექმნას მოცემულობა, რომელიც სრულიად ახლებურად წარმოაჩენს საქართველოს როლსა და ადგილს ჩვენს რეგიონშიც და ევროპულ სივრცეშიც.

ბოლო წლების განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრა, სადაც საერთაშორისო პარტნიორებთან არ გვესაუბრა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. ამ პოზიციებიდან უკან დახევა უაღრესად დააზარალებს ქვეყანას და მისი სანდო პარტნიორის სტატუსს.

ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებისათვის, იგი დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და მისი განხორციელება არა მხოლოდ კონსორციუმის, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაცაა.

ხელისუფლებამ არა საექსპერტო შეფასებებითა და განცხადებით, არამედ ქმედებებით უნდა აჩვენოს რომ იცავს ეროვნულ ინტერესს და არ დაუშვებს ანაკლიის პროექტის დაზარალებას

შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ იცავს ეროვნულ ინტერესს და არ დაუშვებს პროექტის დაზარალებას. მე ვერ გეტყვით რა არის მთავრობის გეგმა “ბ” არსებულ კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. მოგეხსენებათ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ნამდვილად არ არის ჩვენი ხელისუფლების ძლიერი მხარე, ამიტომ მას მაშინაც კი უწევს თავის მართლება, როდესაც მართალია.

თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა და შორს წაგვიყვანს. მე მხოლოდ შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ ასეთი გეგმა არსებობს და საქართველოსათვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. ხელისუფლებამ არა საექსპერტო შეფასებებითა და განცხადებით, არამედ ქმედებებით უნდა აჩვენოს, რომ იცავს ეროვნულ ინტერესს და არ დაუშვებს ანაკლიის პროექტის დაზარალებას.

მერწმუნეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას შეძლებს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში და უდავოდ წონად აქტივს შესძენს საკუთარ “პოლიტიკურ ყულაბას”

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი”

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს