ადვოკატის განცხადებით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან

ზუგდიდის რაიონული სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ჯიტა გულუამ განუცხადა, მას ექნება შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ბრალდებულის მიმართ სასამართლომ არ გამოიყენოს პატიმრობა. მისი ინფორმაციით, ბერს თავდებში სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები დაუდგებიან.

„ძალიან ბევრია ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ეს ბერი არის მისაბაძი თავისი წარსულით. ისიც ადამიანია, ყველას დაუდგება განსაცდელის ჟამი და ამ ჟამს ჩვენ ვართ მის გვერდითო. არიან სასულიერო პირები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბერი დააკავეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს