თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში დაპირისპირების შედეგად, ორი ახალგაზრდა დაიჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაპირისპირება წუხელ ახალგაზრდებს შორის აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. დაშავებულებს ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილები საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტურები იყვნენ. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, დაპირისპირებაში მონაწილე და ძებნილი პირების რაოდენობას.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ