ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების შვილები არიან სრულ შოკში - ბავშვებს ჰგონიათ, რომ თავიანთი ჩვენების საფუძველზე მშობლები ციხეში გაუშვეს

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების შვილები არიან სრულ შოკში. ბავშვებს ჰგონიათ, რომ თავიანთი ჩვენების საფუძველზე მშობლები ციხეში გაუშვეს, - ამის შესახებ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ორი პირის ადვოკატმა, მაკა ბერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბერაძე ორ მშობელს იცავს. როგორც ის აცხადებს, ორივე მათგანი ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილების ფოტოსესიებს, თუმცა, მათ რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ შეუნიშნავთ. ამასთან, ადვოკატი არასრულწლოვნებისა და მათი მშობლების მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს.

„ბრალდებულები აპროტესტებენ, ეწინააღმდეგებიან ყველა იმ ინფორმაციას, ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი. ბოლომდე ბრძოლას გავაგრძელებთ და როცა ეს საქმე არსებითად განიხილება, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მშობლები ფოტოსესიას ესწრებოდნენ. დღევანდელი ინფორმაციით, ისინი ჩვეულებრივ ფოტოსესიას უყურებდნენ, სადაც აბსოლუტურად არ იკვეთებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

დღეს მათი მდგომარეობა არის კატასტროფული, ისინი არიან შოკში. თითოეული პატიმარი დედაა და მე მგონი, საზოგადოება გამიგებს, დედისთვის რამხელა ბრალდებაა, როცა ეუბნებიან, რომ შვილი გააქირავა. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია. როგორ მდგომარეობაში იქნებიან მშობლები? უმძიმეს მდგომარეობაში არიან", - განაცხადა ბერაძემ.

აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოაცხადებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს