დავით უსუფაშვილი - ჩვენ ვთავაზობთ მრავალმაჟორიტარიან საპარლამენტო ოლქებს - შემდეგ შეხვედრაზე ხელისუფლება მოვა პასუხებით

“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დღევანდელ 73 მაჟორიტარული მანდატის განაწილებისა და არჩევის წესზე ისაუბრეს, თუმცა “ხელისუფლება ამ საკითხზეც ვერ არის ჩამოყალიბებული”.

როგორც დავით უსუფაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო შეხვედრაზე ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე პასუხებით უნდა მივიდეს.

“საუბარი გაგრძელდა კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, წინა შეხვედრა ძირითადად დაეთმო ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციული ნაწილის კონსტიტუციურობას, რომლის თაობაზეც ჩვენ, ცხადია, ვერ შევთანხმდით. ამიტომ დოკუმენტი გაიგზავნება ხვალ ვენაში, შემდეგ ვარშავაში. დღეს გაგრძელდა საუბარი მოთავაზების სხვა კომპონენტებზე. კერძოდ, 73 მაჟორიტარული მანდატის განაწილებისა და არჩევის წესზე. ამ თემებზე გვქონდა ურთიერთგაცვლა, თუმცა ხელისუფლება ამ საკითხზეც ვერ არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ვთავაზობთ მრავალმაჟორიტარიან საპარლამენტო ოლქებს, სადაც ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს და ა.შ. სწორედ ამ საკითხზე, რაც ჩვენს შეტანილ კანონპროექტში წერია, მაჟორიტარულ ნაწილში, შემდეგ შეხვედრაზე ხელისუფლება მოვა პასუხებით. ჩვენ ღია ვართ მოვისმინოთ რამე იმ ვითარების უკეთეს მოგვარებასთან დაკავშირებით, რაც შექმნილია ქვეყანაში. დღეს ხელისუფლებს ახალი პოზიცია არაფერი წარმოუდგენია”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია