ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები „კარგი შეთავაზებაა და ხელისუფლება უნდა დათანხმდეს“

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები კარგი შეთავაზებაა და ხელისუფლება უნდა დათანხმდეს.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის გუშინ მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც ოპოზიციამ ე.წ. გერმანული მოდელის ფარგლებში, მრავალმანდატიანი ოლქები შესთავაზა ხელისუფლებას. როგორც ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ერთმანდატიან ოლქებს ნამდვილად ჯობია მრავალმანდატიანი, რადგან ხელისუფლების ზეგავლენა არჩევნებისას მრავალმანდატიან ოლქებზე არის გაცილებით ნაკლები.

„ამაზე განაცხადო, რომ სჭირდება საკონსტიტუციო შესწორება, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამიტომ ხელისუფლება დათმობაზე კი არ წავიდა, უბრალოდ, ეს ისეთი თემაა, რომელიც უნდა განიხილოს. საზოგადოება დაინტერესებული უნდა ვიყოთ იმით, რომ მოლაპარაკება შედგეს, ქვეყანაში სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს და ნორმალური არჩევნები ჩატარდეს.

როდესაც არის ერთმანდატიანი ოლქები ძალიან დიდია მოსყიდვის ფაქტები, ამომრჩეველზე ზეწოლა და ასე შემდეგ, მრავალმანდატიანი ოლქებით ეს ფაქტორი მცირდება. ანუ ხელისუფლების ზეგავლენა არჩევნებზე, როგორც სახელისუფლებო , ისე ფინანსური რესურსის გამოყენებით მცირდება, ამიტომაც უნდა ოპოზიციას მრავალმანდატიანი ოლქები. კიდევ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, მე არ ვიცი, მაგრამ ეს კარგი შეთავაზებაა და ხელისუფლება უნდა დათანხმდეს, მათგან კონტრარგუმენტები არ მომისმენია“, -აცხადებს ძაბირაძე.

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, დღეს საქართველოში მაჟორიტარულ სისტემაში ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები მოქმედებს. საარჩევნო ოლქები ისეა განაწილებული, რომ თითო ოლქიდან ხდება ერთი დეპუტატის არჩევა, ოპოზიცია დღეს მმართველ გუნდს სთავაზობს, რომ შეიქმნას ისეთი საარჩევნო ოლქები, საიდანაც ერთ კი არა რამდენიმე დეპუტატს აირჩევენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“