ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შეთავაზებაზე - ეს არის ახალი ინიციატივა და ჩაღრმავება სჭირდება

შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან, მათ შორის გავაცანით ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართება კონსულტაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანმდევი ღონისძიების - „ქართული დემოკრატიის გამოწვევები და 2020 წლის არჩევნები საქართველოში“ დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

კობახიძის განცხადებით, შეთანხმდება თუ არა მმართველი გუნდი მრავალმანდატიან ოლქებზე, დამოკიდებულია კონსულტაციებზე, რომელიც გაიმართება უმრავლესობის შიგნით.

“როგორც კი გაიმართება ეს კონსულტაციები, ამის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ეს შეიძლება უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე განვიხილოთ, შეიძლება ამას სპეციალური შეხვედრა დაეთმოს. ეს არის ახალი ინიციატივა და სჭირდება ჩაღრმავება. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, თუ რაიმე რაციონალური შემოთავაზება იქნება და თუ ეს შემოთავაზება იქნება კონსტიტუციასთან თავსებადი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიმსჯელებთ”,- განაცხადა კობახიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა