კოტე კემულარია - ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაცხადა მზადყოფნა, რომ უკან დახევის გეგმას განიხილავს

ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაცხადა მზადყოფნა, რომ უკან დახევის გეგმას განიხილავს, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ განაცხადა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ნაწილისგან შედგებოდა ჩვენი მოთხოვნა მაჟორიტარული და პროპორციული, როგორც კონსტიტუციაში გვაქვს ანუ 50%-ით ამ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაცხადა მზადყოფნა, რომ განიხილავს უკან დახევის გეგმას. არ ვიცით ეს ჯერ როგორ განვითარდება, ან მათ სიტყვას რა ფასი აქვს, ჩვენ ვიცით. მაგრამ ფაქტია, რომ კარის გახსნა მოხდა, ჩვენ ვიხილეთ მათი სახეები და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატებს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ესენი როგორც იქნა მიხვდნენ, რომ „არა, არას“ ძახილი მათ საბოლოოდ მოჭრიდა თავს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

კემულარიას თქმით, სასაცილოა მმართველი პარტიის კატეგორიულობა და შემდეგ უკან დახევა.

„ძალიან სასაცილოა ამ ფიტულების ასეთი კატეგორიულობა, მერე უკან დახევა და სახეების მიღება, რომ იცით რა, ნახევარი ყოფილა კონსტიტუციური, ხვალ ილაპარაკებენ რომ 67% ყოფილა კონსტიტუციური, ბოლოს ვნახავთ ამათ იატაკზე დაცემულებსაც პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

კემულარიას განცხადებით, დღეს მთელმა მსოფლიომ მოისმინა, რომ ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოსთხოვეს.

„რაც შეეხება მეორე ნაწილს, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით პოლიტპატიმრებზე, დღეს ყველამ და მთელმა მსოფლიომ მოისმინა, რომ მათ პირდაპირ უთხრეს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები. 21-ე საუკუნეა, კანონის უზენაესობისკენ მიდის დემოკრატიული სამყარო და ეს სირცხვილია. ანუ „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს ფაქტობრივად მათ მაღალი რანგის დიპლომატებმა. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მესამე რაუნდის დროს ვიხილოთ ხელისუფლება, რომელსაც უწევს უკან დახევა და უწევს დათმობაზე ფიქრი“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისი თქმით, ისინი ყველა შემთხვევაში მზად არიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გასაგრძელებლად.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კოტე კემულარია - ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაცხადა მზადყოფნა, რომ უკან დახევის გეგმას განიხილავს

ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაცხადა მზადყოფნა, რომ უკან დახევის გეგმას განიხილავს, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ განაცხადა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ნაწილისგან შედგებოდა ჩვენი მოთხოვნა მაჟორიტარული და პროპორციული, როგორც კონსტიტუციაში გვაქვს ანუ 50%-ით ამ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაცხადა მზადყოფნა, რომ განიხილავს უკან დახევის გეგმას. არ ვიცით ეს ჯერ როგორ განვითარდება, ან მათ სიტყვას რა ფასი აქვს, ჩვენ ვიცით. მაგრამ ფაქტია, რომ კარის გახსნა მოხდა, ჩვენ ვიხილეთ მათი სახეები და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატებს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ესენი როგორც იქნა მიხვდნენ, რომ „არა, არას“ ძახილი მათ საბოლოოდ მოჭრიდა თავს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

კემულარიას თქმით, სასაცილოა მმართველი პარტიის კატეგორიულობა და შემდეგ უკან დახევა.

„ძალიან სასაცილოა ამ ფიტულების ასეთი კატეგორიულობა, მერე უკან დახევა და სახეების მიღება, რომ იცით რა, ნახევარი ყოფილა კონსტიტუციური, ხვალ ილაპარაკებენ რომ 67% ყოფილა კონსტიტუციური, ბოლოს ვნახავთ ამათ იატაკზე დაცემულებსაც პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

კემულარიას განცხადებით, დღეს მთელმა მსოფლიომ მოისმინა, რომ ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოსთხოვეს.

„რაც შეეხება მეორე ნაწილს, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით პოლიტპატიმრებზე, დღეს ყველამ და მთელმა მსოფლიომ მოისმინა, რომ მათ პირდაპირ უთხრეს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები. 21-ე საუკუნეა, კანონის უზენაესობისკენ მიდის დემოკრატიული სამყარო და ეს სირცხვილია. ანუ „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს ფაქტობრივად მათ მაღალი რანგის დიპლომატებმა. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მესამე რაუნდის დროს ვიხილოთ ხელისუფლება, რომელსაც უწევს უკან დახევა და უწევს დათმობაზე ფიქრი“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისი თქმით, ისინი ყველა შემთხვევაში მზად არიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გასაგრძელებლად.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია