პარიზში ნორმანდიული ოთხეულის სამიტი მიმდინარეობს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ნორმანდიული ოთხეულის სამიტი დაიწყო. შეხვედრაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის შემდეგ ეს ნორმანდიული ოთხეულის პირველი სამიტია. ლიდერები მოლაპარაკებებს ელისეის სასახლეში გამართავენ. ამასთანავე დაგეგმილია პირისპირი მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის, რაც მათი პირველი შეხვედრა იქნება. აქამდე მათ შორის მხოლოდ რამდენიმე სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის უმთავრესი თემა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, რომელსაც დღემდე 14,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“