უზენაეს სასამართლოში კვლევების პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

9 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევების: „აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენება არასრულწლოვანთა მიმართ საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“ და „წამების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს მიეძღვნა.

მათი ცნობით, ნაშრომი გამოცემულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.

„ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა აღნიშნული კვლევების ავტორთა შრომას და ძალისხმევას ყველა დაინტერესებული იურისტისთვისა და პირველ რიგში მოსამართლეთათვის, ესოდენ მნიშვნელოვანი ნაშრომის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერასა და მუშაობას, რის გარეშეც ძალიან რთული იქნებოდა კვლევების გამოცემა და გავრცელება. დამსწრე აუდიტორიას მიესალმა და კვლევების შესახებ ისაუბრა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა რენატე ვინტერმა. ნაშრომებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა, ევროპის საბჭოს ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა-სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ პროექტის უფროსმა ოფიცერმა გიორგი გიორგაძემ, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მარინე კვაჭაძემ, ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მთავარმა კონსულტანტმა ეკა მამალაძემ და ამავე ცენტრის რეფერენტმა ნიკო დათეშიძემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

უზენაეს სასამართლოში კვლევების პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

9 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევების: „აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენება არასრულწლოვანთა მიმართ საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“ და „წამების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს მიეძღვნა.

მათი ცნობით, ნაშრომი გამოცემულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.

„ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა აღნიშნული კვლევების ავტორთა შრომას და ძალისხმევას ყველა დაინტერესებული იურისტისთვისა და პირველ რიგში მოსამართლეთათვის, ესოდენ მნიშვნელოვანი ნაშრომის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერასა და მუშაობას, რის გარეშეც ძალიან რთული იქნებოდა კვლევების გამოცემა და გავრცელება. დამსწრე აუდიტორიას მიესალმა და კვლევების შესახებ ისაუბრა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა რენატე ვინტერმა. ნაშრომებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა, ევროპის საბჭოს ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა-სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ პროექტის უფროსმა ოფიცერმა გიორგი გიორგაძემ, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მარინე კვაჭაძემ, ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მთავარმა კონსულტანტმა ეკა მამალაძემ და ამავე ცენტრის რეფერენტმა ნიკო დათეშიძემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია