ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება

სულ ცოტა ხნის წინ მობილური აქსესუარებისა და ტექნიკის ქართულმა მაღაზიამჯინვენტორი“ გადაწყვიტა, მომხმარებლებს ეკომეგობრული კაბელი ტენე შესთავაზოს. ესაა USB, რომელიც საქართველოში მოძიებული პოლიეთილენის ნარჩენებისგან მზადდება. ტენე კიდევ ერთი ცოცხალი დასტურია იმისა, რომ კომპანიები ნელ-ნელა ცდილობენ, სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადადგან. ტენეს იდეის შესახებ ჯინვენტორის დამფუძნებელს, ალექსანდრე ლილუაშვილს გავესაუბრეთ:

პირველ რიგში, მოგვიყევით ტენეს შესახებ რას წარმოადგენს, რით არის გამორჩეული და როგორია მისი კონცეფცია?

ტენე უნიკალური პროექტი რამდენიმე მიზეზის გამოა: პირველ რიგში, ის პირველი ქართული USB კაბელია.

თავისი შინაარსით, ის მსოფლიოში პირველი “მწვანე” USB კაბელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვებიდან მიღებული თანხები ჩვენი ბუნების პოლიეთილენის ნარჩენებისგან დასუფთავებასა და გადამუშავებას მოხმარდება, ხოლო მოგვიანებით მიღებულ მასალას ამავე კაბელის წარმოებაში გამოვიყენებთ.

ასევე, ტენე პიველი ქართული crowdfunding კამპანიაა, რომელიც ცნობილი პლატფორმების Kickstarter და Indigogo-ს მსგავსად, პროტოტიპის დონეზე, წინასწარი გაყიდვების გზით, წარმოების დასაწყებად საჭირო თანხების შეგროვებას ისახავს მიზნად.

საიდან გაჩნდა იდეა, შეგექმნათ ეკომეგობრული კაბელი?

ლარის გაუფასურების შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩინეთში აღარ შეგვეკვეთა ბრენდირებული USB კაბელები და საქართველოში დაგვეწყო წარმოება. ამით სავაჭრო ბალანსსაც შევუწყობდით ხელს და საკუთარ წარმოებას განვავითარებდით. წარმოების ტექნოლოგიის შესასწავლად გავემგზავრეთ ჩინეთში, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ კაბელის წარმოებაში სხვადასხვა სახის პოლიმერი უნდა გამოგვეყენებინა, რომელიც იქვე უნდა შეგვეძინა და ჩამოგვეტანა, თუმცა არც ეს ვარიანტი გვინდოდა. გარკვეული კვლევების შემდეგ გადავწყვიტეთ, მცირე ცვლილება შეგვეტანა წარმოების ტექნოლოგიაში და ისეთი მასალები გამოგვეყენებინა, რომლებსაც საქართველოში მოვიპოვებდით და, ამავდროულად, ეკოლოგიაზეც ვიზრუნებდით. საბოლოოდ, არჩევანი პოლიეთილენზე შევაჩერეთ, რადგან ვიცით, რომ პოლიეთილენით დაბინძურება რამდენიმე წელიწადში დედამიწას ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს. რამდენიმე ცდის შემდეგ ექსპერიმენტმა გაამართლა და წარმოებაში წარმატებით შევძელით მისი დანერგვა.

სად შეიძლება ამ კაბელის შეძენა დღეს? რა სერვისებით შეუძლია, მომხმარებელს სარგებლობა?

მიუხედავად იმისა, რომ წარმოება ჯერ არ დაგვიწყია, Fundriser აქციის პირობებში, მომხმარებელს მაინც შეგვიძლია, შევთავაზოთ ჩინეთში დამზადებული, ჩვენი ლურჯი ფერის კაბელი, რომლიდანაც შემოსული თანხები მოხმარდება წარმოების დანერგვასა და ჩვენი ბუნების დაბინძურების კერებიდან მასალის შეგროვებას. ხოლო მომავალ წელს უკვე შევძლებთ, მომხმარებლებს ფერითაც და შინაარსითაც მწვანე კაბელი შევთავაზოთ.

მსურველებისთვის კაბელის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ჯინვენტორის ვებგვერდზე და ტექნიკის სხვა და სხვა მაღაზიაში.

სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ სხვა ეკომეგობრული პროდუქტის გამოშვებას?

სამომავლოდ ვგეგმავთ, დავბრენდოთ და ვაწარმოოთ სხვადასხვა პროდუქცია. კაბელის შემდეგ პირველი ასეთი პროდუქტი იქნება „სმარტ“ საათი. ეს არც თუ ისე იოლი საქმე იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ.

სამომავლოდ ჯინვენტორი ასევე აპირებს სხვა ბიზნესებსაც შეუწყოს ხელი თავისი crowdfunding პლატფორმის დახმარებით. Crowdfunding სიტყვასიტყვით რომ გადვთარგმნოთ, სახალხო დაფინანსებას ნიშნავს. მსოფლიოში ამჟამად ანტერპრენერული წარმოების ბუმია – კერძო პირებს უკვე აქვთ უზარმაზარი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, შექმნან პროტოტიპები და დაიწყონ წარმოება, მაგამ არ აქვთ მატერიალური რესურსი. ქრაუდფანდინგ პლატფორმები ასეთ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, ფართო მასებს თავიანთი გამოგონებები და პროტოტიპები გააცნონ. ხოლო თუ იდეა ნამდვილად კარგია, ეს უკანასკნელები წინასწარ იხდიან პროდუქტში ფულს და ამგვარად გამომგონებელი ადრეულ ეტაპზევე იღებს წარმოებისთვის საჭირო თანხებსა და საზოგადოების დასტურს, რომ მისი პროდუქტი ნამდვილად გაიყიდება.

(R)

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა