ახალი ავტობუსები დამატებით 8 მარშრუტზე იმოძრავებენ

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს დღეიდან დამატებით 8 მარშრუტზე მოემსახურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი ავტობუსები შემდეგ მიმართულებებზე იმოძრავებენ: N13 - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის ქუჩა; N36 - ლოტკინის დასახლება - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N48 - ჟღენტის ქუჩა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N65 - დოლიძის ქუჩა - რკინიგზის სადგური; N68 – ცხრა ძმის ქუჩა - სადგურის მოედანი; N75 - ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“; N77 - ტუბდისპანსერი - სადგურის მოედანი; N110 - მახათას მთა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, 12 დეკემბერს, N25 მარშრუტზე ძველი ბოგდანის მარკის ავტობუსები ახალი, MAN-ის მარკის 10-მეტრიანი მწვანე ავტობუსებით ჩანაცვლდება.

„ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე გადანაწილდა 6 მარშრუტზე - N7, N12, N19, N57, N80, N122. გარდა ამისა, N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები გავიდა. ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით კი „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები N15 და N54 მარშრუტებზე ჩანაცვლდა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო