თამარ ხულორდავა - რამდენიმე დეპუტატი მოსამართლეობის მხოლოდ რამდენიმე კანდიდატის მხარდაჭერას ვაპირებთ და მათ შორის არაა მთავარი პროკურორი

რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატს თანხვედრა და ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ მხოლოდ მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატის მხარდაჭერას ვაპირებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატებს შორის, რომლებიც მათ მხარდაჭერას მოიპოვებენ, არ იქნება მთავარი პროკურორი.

"პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი მხოლოდ იმ რამდენიმე კანდიდატს, რომელმაც ნამდვილად გამოავლინა, რომ არის კოპეტენტური და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც არსებობს საზოგადოებაში ასეთი მაღალი თანამდებობის პირისთვის, რომელიც უზენაეს სასამართლოში არის უვადოდ განმწესებული. სულ რამდენიმეა ასეთი ადამიანი, რომელიც ჩემის აზრით, იმსახურებს მხარდაჭერას. დამოუკიდებელი დეპუტატები ბევრნი ვართ როგორც იცით. რამდენიმე ადამიანი ვართ, ვისაც მეტი თანხვედრა გვაქვს და ხშირად ვურთიერთობთ ერთმანეთთან. შესაბამისად, ერთმანეთის პოზიციებსაც კარგად ვიცნობთ და პოზიცია ამ საკითხზე არის ერთიანი, რომ რამდენიმე კანდიდატის მხარდაჭერას ვაპირებთ მხოლოდ, მათ შორის არ იქნება მთავარი პროკურორი," - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია