საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით გრძელდება

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით გრძელდება.

წინასასმართლო სხდომას, რომელიც ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, თავად ბრალდებული ილია ჯიშკარიანიც ესწრება.

ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა სცნოს. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, როგორც ადვოკატი განმარტავს, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამჟღავნებს თამთა თოდაძის მიერ წარსულში განხორციელებულ ცილისმწამებლურ და სხვა ქმედებებს.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“