მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც თქვა

დარწმუნებული ვარ, ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც მან თქვა, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჯართან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ პრეზიდენტის განცხადებაში არ ყოფილიყო ინტერპრეტაციის საფუძველი.

„ბუნებრივია, ჯარიც გვყავს, შესაბამისი იარაღი და აღჭურვაც აქვს ამ ჯარს. ჩვენს ჯარში ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეული წარმომადგენლები მსახურობენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება კონტექსტთან დაკავშირებით. ქალბატონ სალომეს ნამდვილად არ უნდოდა ქართული ჯარის შეურაცხყოფა“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო