07.07.2025 / 08:38
კახა კალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე - ჩვენი პარტიული პრობლემაა , რომ ვერ მოხერხდა ამ ცვლილებების განხორციელება

ესაა ჩვენი პარტიული პრობლემა, რომ ვერ მოხერხდა ამ ცვლილებების განხორციელება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განუცხადა.

კალაძის განცხადებით, შესაბამისი ცვლილებების ვერ მიღება ცუდია, თუმცა ამით კანონი არ დარღვეულა.

„ ესაა ჩვენი პარტიული პრობლემა, რომ ვერ მოხერხდა ამ ცვლილებების განხორციელება, თუმცა ჩვენ არც კანონი და არც კონსტიტუცია არ დაგვირღვევია“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს