თამარ ჩუგოშვილი მოსამართლეობის იმ კანდიდატებს ასახელებს, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობის შემთხვევაში, მხარს დაუჭერს

უმრავლესობიდან გასული დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს ასახელებს, რომლებსაც დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობის შემთხვევაში, მხარს დაუჭერს.

როგორც ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს კანდიდატები არიან თამარ ზამბახიძე, ნუგზარ სხირტლაძე და ლალი ფაფიაშვილი.

“თვეების განმავლობაში პარლამენტს პროცესი მიჰყავდა კარგად, იურიდიულ კომიტეტში ის მოსმენები, რომელიც იმართებოდა, იყო სწორი და კარგი, ამას ვამბობდი როცა ვიყავი უმრავლესობაში და ამას ვამბობ ახლა. პროცესი იყო კარგი, ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ თითოეული კანდიდატის შესახებ გვცოდნოდა ყველაფერი და ახლა პროცესზე მნიშვნელოვანია შედეგი. თვეების განმავლობაში ამ განხილვებს მე პირადად ძალიან დეტალურად ვადევნებდი თვალს, ყველა სხდომას ვუყურებდი იმიტომ, რომ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული ადამიანის გამო, ვინც შეიძლება დაინიშნოს”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ღიაობამ აჩვენა ის, რომ კანდიდატებს შორის ზოგიერთი ძალიან პრობლემურია. ჩუგოშვილის განცხადებით, სიაში სულ რამდენიმე ადამიანია, რომელსაც პრობლემური საქმეები და მძიმე „ქეისები“, რომლებიც ბევრ კითხვას აჩენს, არ აქვს.

“ღიაობამ გვაჩვენა ის, რომ ძალიან ბევრი პრობლემური ადამიანი აღმოჩნდა ამ სიაში. აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კომპეტენციის პრობლემა, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვს ფორმალური კრიტერიუმების შესაბამისობის პრობლემა, აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებსაც განცდა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ იმ მანკიერებებზე, რომელიც სასამართლო სისტემას ჰქონდა და რომელიც იყო ზედაპირზე. ამას ვერ გრძნობს იმათი ნაწილიც, ვინც დიდი ხანია ამ სისტემას წარმოადგენს, წინა ხელისუფლების დროსაც, ახლაც... არ შეიძლება ამდენი წელი მოსამართლე იყო და ან ვერ ხედავდე, ან ხედავდე პრობლემებს, რომელიც იყო სასამართლო სისტემაში და ამბობდე, რომ ეს შენ არ გეხება, ეს სხვისი პრობლემაა. მე რომ უმრავლესობაში დავრჩენილიყავი და მეთქვა, რომ ეს თქვენი პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არის, აქ რაც გაფუჭდება, ეს ხომ არ არის ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება? ასეთი ადამიანი მომავალშიც ისევ არ მიაქცევს ან იგნორირებას გააკეთებს არასწორ პროცესებზე, მიყვება ამას, როგორც აქამდე მიყვებოდა. ამიტომ არსებობს ეს კრიტერიუმები, რითიც შეიძლება რომ შევაფასოთ ეს ადამიანები და ამ კრიტერიუმებით რომ ვაფასებთ, რჩება სულ სამი-ოთხი ადამიანი, რომელიც დანიშვნას იმსახურებს, რომელიც პროფესიონალურადაც კარგად გაუმკლავდა, პრობლემური საქმეები და მძიმე „ქეისები“, რომლებიც მძიმე კითხვებს აჩენს, არ აქვს და დამოკიდებულება აქვს პასუხისმგებლიანი. სულ რამდენიმე ადამიანი რჩება. უმრავლესობა შეიძლება ამბობს, რომ 19-ვეს არ დანიშნავს, მაგრამ თუ დანიშნავს17-ს ან 16-ს, ეს იგივეა, ეს ნიშნავს, რომ ყველა დანიშნო”, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ის მოუწოდებს კოლეგებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ კანდიდატების არჩევის საკითხს.

“მინდა ვთხოვო კოლეგებს, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ ადამიანს, რომელსაც ხმას მისცემენ იმიტომ, რომ ალბათ, ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, აი, კონსტიტუციაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად მოსამართლეებად ახლა ვის განვამწესებთ იმიტომ, რომ ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ბედი იქნება ამ ადამიანების ხელში”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი“ რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო