2021 წლიდან, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

2021 წლიდან, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ფაზის ოილის” დირექტორმა გია შავდიამ ქარხნის პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მშენებლობა სამ წელს გაგრძელდება და საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორი ქვეყანა გახდება.

“ინვესტიციების მოცულობა იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვაპირებდით 2016 წელს, გაიზრდა სამჯერ. მილიარდ სამასი მილიონი დოლარია დღეს ჩვენი ბიუჯეტი.

ქარხანა ამუშავებს 4 მილიონ 200 ათას ტონა ნედლეულს. საქართველო მოიხმარს დღესდღეობით მხოლოდ მილიონ სამასი ათასს, ანუ სამჯერ უფრო მეტი წარმოება ექნება ქარხანას, ვიდრე საქართველო მოიხმარს. აქედან გამომდინარე, საქართველო

საწვავის იმპორტიორი ქვეყნიდან გახდება ექსპორტიორი ქვეყანა. ჩვენი გათვლებით საწვავის ფასი 15-20% დაიკლებს და რაც ყველაზე უფრო მთავარია, საწვავის ხარისხი იქნება უმაღლესი “ევრო 5” და “ევრო 6”-ის სტანდარტის. ქარხნის იდეოლოგია ეყრდნობა იმას, რომ ის არ იქნება მიბმული არავითარ ქვეყანაზე. გარდა ამისა, პროდუქცია ევროპის ქვეყნებშიც იქნება რეალიზებული”, - განაცხადა გია შავდიამ.

კომპანია Deloitte & Touch-ის წარმომადგენლის განცხადბით, “პროექტი არის გარკვეულწილად ეკო-მეგობრული, ამ პროექტის მსგავსი, რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ არის, მათ შორის, არც თურქეთში”.

ამასთან, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საწარმოს მინიმალური ზემოქმედება ექნება გარემოზე.

“ჩვენ გვაქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი კოდექსი და ეს არის პოლიტიკა, რომელიც სრულად თანხვედრაშია ევროპულ მიდგომებთან. საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები გვაქვს და შესაბამისად, კომპანიას ეს გაცნობიერებული აქვს და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტების საწარმო მოწყობა და მშენებლობა მოხდება”,- განაცხადა დავითაშვილმა.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას შპს “ფაზის ოილი” და საკონსულტაციო კომპანია “Deloitte & Touche” ახორციელებს.

მშენებლობის პროცესში 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე 450 მუდმივი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

(R)

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს