თბილისში კონკურსის „მწვანე ჯილდოს“ მეორე ეტაპი იმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისათვის კონკურსი „მწვანე ჯილდო“ იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ცენტრი კონკურსს „მწვანე ჯილდოს“, წელს უკვე მეორედ ატარებს. კონკურსი მიზანად ისახავს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას და იმ აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებას, რომლებიც სწავლებაში აქტიურად იყენებენ “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე. აღნიშნული სახელმძღვანელო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016 წელს, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა და ის უკვე წარმატებით დაინერგა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულებებში.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის ,,მწვანე ჯილდოსაგან’’ განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, 2019 წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აღმზრდელ-პედაგოგებსა და მეთოდისტებს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან.

„კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ ორ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპზე მოხდა კანდიდატების შერჩევა მათ მიერ გამოგზავნილი განცხადებების საფუძველზე, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპის ერთი ნაწილი ჩატარდა ქალაქ ქუთაისში, დასავლეთის რეგიონებიდან შერჩეული მონაწილეებისთვის, მეორე ნაწილი კი თბილისში, მონაწილეებისთვის თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან. შერჩეულმა კანდიდატებმა კონკურსის მეორე ეტაპზე მათ მიერ განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან, სადაც მათ სპეციალური პრიზები, ხოლო ფინალში გადასულ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა