"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის

"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის

"სარაჯიშვილის სახლი" საუკუნეზე მეტია სიახლისა და სიძველის უნიკალური სინთეზის ირგვლივ აერთიანებს თაობებს.

კომპანიის ტრადიციის მიხედვით, 2016 წლიდან, ყოველ წელს, ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, ახალი, უნიკალური გემო იქმნება. განსაკუთრებული პროდუქტი ლიმიტირებული რაოდენობით მზადდება, ბოთლი კი სპეციალური დიზაინით გამოდის.

„Sarajishvili 2020” - ის წლევანდელი ბოთლი ფირუზისფერია, ფერი რომელიც განასახიერებეს სიმშვიდეს, ჰარმონიას და მშვიდობას. ბოთლის ფორმა უცვლელი - კლასიკური გაფორმებული საახალწლო ელემენტების გრაფიკული ინტერპრეტაციით. პროდუქტის დიზაინზე კომპანიის ბრენდ დირექტორმა, არჩილ გოგელიამ იმუშავა.

როგორც "სარაჯიშვილის სახლიდან" გვაცნობეს, ამ გამორჩეულ საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე ყურძნის ქართული ჯიშებისგან დამზადებულ სპირტებს შორის უძველესი 10 წელზე მეტისაა. ჰარმონიულად შეზავებულ ბრენდს მინდვრის ყვავილების და ხილის ჩირის მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს.

"პროდუქტი დღეიდან უკვე სავაჭრო ობიექტებში განთავსდა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაიზიარონ ამაღლებული საახალწლო განწყობა და დააგემოვნოთ ახალი, უნიკალური გემო - „Sarajishvili 2020”. „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მარ­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. მისი პრო­დუქ­ცი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ამ­ჟა­მად „სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი“ ბრენ­დის სამ - კლა­სი­კურ, უნი­კა­ლურ და ვინ­ტა­ჟურ ხაზს აერ­თი­ა­ნებს." - აცხადებენ კომპანიაში.

და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლმა კომპანია 1884 წელს დაა­არ­სა და სამ წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი გა­მო­უშ­ვა. სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ის, გა­მოც­დი­ლე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სპირ­ტის რე­ზერ­ვე­ბი­სა და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით „სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი“ დღემ­დე გა­ნაგ­რძობს იმ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც თა­ვად და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა.

(R)