თბილისის მერიის ინფორმაციით, 2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს

2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გერმანული კვლევითი კომპანიის, „გოპას“ სპეციალისტებმა, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს, დედაქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარების მიმართულებები გააცნეს.

მერიის ცნობით, „გოპა“ კვლევას გერმანიის საინვესტიციო ბანკის - KFW ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს.

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი ჭკვიანი სისტემების დანერგვას იწყებს.

„ეს მართვის სქემებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას გულისხმობს, რაც თბილისის საცობებისგან განტვირთვაში დაგვეხმარება. ამდენად, ის დახმარება, რასაც KFW გვიწევს, უმნიშვნელოვანესია. მან თბილისისთვის უკვე დაამტკიცა სესხი, რათა მომდევნო წლებში გადავიარაღდეთ. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შეძენასთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარება იქნება ის გზა, რომელიც ჩვენ გაგვიუმჯობესებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

როგორც დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, მომავალ წელს თბილისის მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას შექმნის. იგეგმება შუქნიშნების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და ტექნიკური აღჭურვა, შუქნიშნების მართვის ცენტრის მოდერნიზაცია, შუქნიშნების ერთმანეთთან სინქრონიზაცია და მართვის ცენტრთან კავშირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტული მოძრაობის სისტემის დანერგვა, შუქნიშნების მაგისტრალებზე ე.წ „მწვანე ტალღების“ შექმნა და სხვადასხვა უწყებებში თავმოყრილი სატრანსპორტო სისტემების ერთიან ქსელში ინტეგრირება.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიზანია გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდა და საცობების შემცირება.

ტრანსპორტის მენეჯმენტის დასახვეწად, თბილისის მერიის დაკვეთით ამჟამად კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიმდინარეობს, მათ შორისაა დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობის პროცესი. აღნიშნული გეგმა მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტია და მოიცავს სფეროს ყველა ძირითად მიმართულებას: საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, რკინიგზა, საბაგირო) განვითარების გეგმებს, პარკირების ზონებისა და კერძო ტრანსპორტის ნაკადების მართვის სტრატეგიას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა