ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია

ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO№202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია. კომპანიის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს სათამაშოები და სხვა საჭირო ნივთები მიუტანეს. მათ სკოლის დათვალიერებისა და მოსწავლეების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. შეხვედრაზე, რომელიც დირექტორის მოადგილესთან მარიამ მიქიაშვილთან შედგა, კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO-ის წარმომადგენლები სკოლის პრობლემებითა და საჭიროებებით დაინტერესდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლისთვის ამ ტიპის მხარდაჭერა და ღონისძიებები, იმიტომ რომ ჩვენს ბავშვებს რეალურად ძალიან სჭირდებათ განმავითარებელი სათამაშოები, სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები, რომელთა შეძენის ფუფუნებაც ყოველთვის ყველას არ აქვს ბიუჯეტიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ თითონაც ვეძებთ ყოველთვის დონორებს, მხარდამჭერებს. კომპანია POWERCHINA-სგანსაკუთრებით მადლიერები ვართ, რადგან თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა, დაგვიკავშირდნენ და რაც მთავარია, გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა. რეალურად ის შეგვიძინეს, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა.ხშირი არ არის მსგავსი აქტივობები, თუ მოდიან უფრო მაინც ორგანიზაციები ან სხვადასხვა საქველმოქმედო გაერთიანებები, ბიზნეს კომპანიები ძალიან ნაკლებად“, - განაცხადა თბილისის 202-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ მარიამ მიქიაშვილმა.

როგორც POWERCHINA-ს მთავარმა წარმომადგენელმა „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სოციალური პასუხისმგებლობა მათი მისიის ნაწილია. მისი თქმით, კომპანია წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერ უწევს ორგანიზებას მსგავსი სახის საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ აქ სამშენებლო მიზნებისთვის ჩამოვედით, მაგრამ ქვეყნის მშენებლობა ასევე გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ადგილობრივ საზოგადოებას განვითარებაში დაეხმარო. დღეს ჩვენი აქ მოსვლის მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებაა. გასულ წელსაც ვიყავით აქ და გვინდოდა კვლავ გვენახა თუ როგორ ცხოვრობენ და სწავლობენ ბავშვები. იქნებ მათი დახმარება შევძლოთ იმისთვის, რომ მათი განათლების ხარისხი გავაუმჯობესოთ. აქ მოსვლამდე სკოლის დირექტორს ვეკონტაქტეთ და მისგან გავიგეთ თუ კონკრეტულად რისი საჭიროება არსებობდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ნივთები შეგვეგროვებინა შევიძინეთ სათამაშოები და სწავლისთვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობები.

მსგავს აქტივობებს ყოველ წელს ვახორციელებდით, შემიძლია ვთქვა, რომ წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერ მაინც ვაკეთებთ მსგავს აქტივობებს. ჩვენ ვსტუმრობთ არა მხოლოდ ასეთ სკოლებს, არამედ ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას, მოხუცებსაც და ახალგაზრდებსაც. ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება. მათ ახალ წელსა და სხვადასხვა დღესასწაულებზე ვსტუმრობთ. ვეკითხებით რაში სჭირდებათ დახმარება და შემდეგ ვეხმარებით“, - განაცხადა POWERCHINA-ს მთავარმა წარმომადგენელმა.

როგორც POWERCHINA-ში განმარტავენ, კომპანია აქტიურად აგრძელებს ჰარმონიული განვითარების დანერგვის ხელშეწყობასა და სოციალური პასუხისმგებლობის შესრულებას. ითვალისწინებს მდგრადი განვითარების კონცეფციას, რაც ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ქვაკუთხედი და საზოგადოების კეთილდღეობაში შეტანილი წვლილია. ამასთანავე, POWERCHINA-ში აცხადებენ, რომ კომპანია სუფთა ენერგიის, მწვანე გარემოსა და ჭკვიანი ქალაქების შექმნის კორპორაციულ მისიას, საერთო სარგებლისა და ორმხრივ მოგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის კონცეფციის ფარგლებში, მიჰყვება.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ უცხოური ბაზრის ათვისების ფარგლებში POWERCHINA ძალისხმევას არ იშურებს რათა მოახდინოს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება, მეტი სარგებელი მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას, შეიძინოს მეგობრები და გაიმყაროს რეპუტაცია პროექტებს დასრულების გზით. როგორც კომპანიაში ამბობენ, POWERCHINA რჩება თავისი მიზნის ერთგული, რომ გახდეს წამყვანი საწარმო უდიდესი ბრენდით მსოფლიოში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა