Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს

Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში, სადაც დეველოპერებისა და არქიტექტორების ოპტიმალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზეა საუბარი, „ლისი დეველოპმენტის“ პროექტებია განხილული. საუბარია Green Town-ის პროექტზე, რომელიც რამდენიმე არქიტექტურულ გადაწყვეტას აერთიანებს, მათ შორისაა ესპანელი პოსტმოდერნისტი არქიტექტორის რიკარდო ბოფილის და Un Studio-ს მიერ შესრულებული პროექტები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არქიტექტორები და დეველოპერები ხშირად ვერ თანხმდებიან, რადგან ერთნი ოცნების სივრცეების მოწყობისკენ მიისწრაფიან, მეორენი კი საბაზისო და დღეისთვის აქტუალური საჭიროებების დაკმაყოფილებას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

სტატიაში „ლისის“ პროექტები განხილულია მაგალითად, როცა ეს უთანხმოება გარკვეულ ოპტიმალურ შედეგებამდე მიდის. სტატიის მიხედვით, კლიმატის ცვლილებებიდან და სხვა ურბანული ფაქტორებიდან გამომდინარე, საჭიროა არქიტექტურა და დეველოპმენტი კონსენსუსამდე მიდიოდეს და ეკოეფექტურ გადაწყვეტებს სთავაზობდეს თანამედროვე მომხმარებელს.

Archdaily კონსენსუსისა და ეკომეგობრული გადაწყვეტის მაგალითად სწორედ „ლისი დეველოპმენტის“ პროექტები მოჰყავს. კერძოდ, „ლისი დეველოპმენტის“ სტრატეგიით, სივრცის მხოლოდ 20% ეთმობა განაშენიანებას, ხოლო 80% – გამწვანებას.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა