არჩილ თალაკვაძე თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს - ქუჩაში იყვირეთ რამდენიც გსურთ - თქვენ ყოველთვის გაგაძევებენ ცივილიზებული ფორმატიდან, როდესაც ასე მოიქცევით

ისინი ხელს უშლიდნენ სხდომის ჩატარებას და შესაბამისად გავაძევე ბიუროს ოთახიდან. ვის ეშინია თქვენი ყვირილის ან თქვენი ეპატაჟების? ქუჩაში იყვირეთ რამდენიც გსურთ, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში და თქვენ ყოველთვის გაგაძევებენ ყველანაირი ცივილიზებული ფორმატიდან, როდესაც ასე მოიქცევით,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ,არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომიდან სერგო რატიანის და თინა ბოკუჩავას გასვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლები პატიმრების უფლებებით სპეკულირებენ და მათ პატიმრებზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვთ.

„ეს ის ხალხია, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება პატიმრების უფლებებზე საუბრის არ გააჩნიათ. ეს ხალხი წლების განმავლობაში დახუჭული თვალებით და დუმილი ხვდებოდნენ ადამიანების წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ადამიანები წელიწადში 340 -ზე მეტი ადამიანის საპატიმროებში გარდაცვალებას ხვდებოდნენ დუმილით.

დღეს მოდიან და აქ ხმამაღლა საუბრობენ პატიმრების პირობების მონიტორინგზე. პატიმრების მონახულების და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლებას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს. დღეს ეს არის ჩემი უფლებამოსილება, რომ მივცე ან არ მივცე დეპუტატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება.

იმ პირობებში, როდესაც ამ ადამიანებმა გამოაცხადეს ბოიკოტი და მონაწილეობდნენ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, თანაპარტიელებთან ერთად აცხადებდნენ, რომ პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიდნენ და ითხოვდნენ საპარლამენტო პრივილეგიის გამოყენებას. გაუგებარია, თუ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, ბოქლომს ადებენ კარს, აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ პარალელურად ითხოვენ საპარლამენტო პრივილეგიების და უფლებამოსილების გამოყენებას. ასე ნაწილ-ნაწილ ბოიკოტი ამ პარლამენტს არ გაუგია აქამდე. ან აცხადებ, ან არ აცხადებ, დროა ჩამოყალიბდეთ მეგობრებო. ოპოზიციას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ. პარლამენტი საქმიანობას გააგრძელებს და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, პატიმრების მონიტორინგის შესაძლებლობა 24- საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. პატიმრების მონახულების უფლება აქვს ომბუდსმენს და ადვოკატებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს