„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლებს. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.
გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები იბრძვიან: საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის: ფაბერი, პროფი, თრიფქარს . საუკეთესო ინოვაციებისთვის: ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი . გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის: ფლასთიქვოჩერ.ჯი, დადარი, ნატა ბუაჩიძის სტუდია. თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის: მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი. საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის: სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი
„თიბისის“ განცხადებით, წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"