საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანის, ასევე USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილეს ალექს სოკოლოვსკის და ვაშინგტონში არსებული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში გატარებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის ისეთ სფეროში როგორიც არის მართლმსაჯულება, ასევე საარჩვენო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უახლოეს მომავალში OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ყურადღება ასევე დაეთმო რეგიონში და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ საპასუხოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს. საუბრის მთავარი თემა იყო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.

„პოზიტიური და საინტერესო შეხვედრა იყო, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მეგობრებს ვხვდებით. ვსაუბრობთ იმ მიღწევებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. 2020 ძალიან საინტერესო წელი იქნება, ამიტომ, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, სხვადასხვა მიმართულებებზე, რომლებზეც კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან შეხვედრის შემდეგ.

„განვიხილეთ საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. გვქონდა საუბარი ჩვენს თანამშრომლობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც დემოკრატიის ეროვნული ფონდი ასრულებს საქართველოში. ისინი აფინანსებენ არაერთ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ ვითანამშრომლოთ და ეს ინტერესი გამოიხატა კიდევ ერთხელ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტის მხრიდანაც. დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ცნობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს