პოლონეთმა საქართველოს სახანძრო უსაფრთხოების სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა

პოლონეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის სასწავლო აღჭურვილობა გადასცა.

პოლონეთი და საქართველო რამდენიმე წელია უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით სწავლების განვითარების მიზნით თანამშრომლობენ. აკადემიას სასწავლო აღჭურვილობა „შსს-ს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს შესაძლებლობების განვითარება“ - ფარგლებში გადაეცა.

პროგრამა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის დახმარებით განხორციელდა. აღჭურვილობის საშუალებით პოლონელმა მეხანძრეებმა ქართველი ინსტრუქტორები გადაამზადეს. პროექტი მოიცავს პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ მრავალფუნქციურ სახანძრო-სამაშველო სიმულატორს, 17 ინსტრუქტორისთვის განკუთვნილ სრულ სახანძრო ეკიპირებასა და შესაბამის სასწავლო აღჭურვილობას.

პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ვლადიმერ ბორცვაძეს აღჭურვილობა საზეიმო ვითარებაში გადასცა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლონურ მხარეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მარეკ კუბერსკი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსული, პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის ინსტრუქტორები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

„საქართველოში უკვე 300–მდე პროექტი გვაქვს განხორციელებული. რაც ადასტურებს პოლონეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობასა და მეგობრობას. აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებაც ამ ურთიერთობის ნაწილია. უკვე ხუთი წელია რაც ეს თანამშრომლობა გრძელდება ქართველ პარტნიორებთან. აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ გადავეცით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა მეხანძრეებმა აიმაღლონ კვალფიკაცია“, – განაცხადა კუბერსკიმ.

სწავლება დღეს დასრულდა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო