ბათუმში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

"ერთად ერთის წინააღმდეგ” - ამ სახელწოდებით ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ვარდების მოედანზე, ბათუმის მერიისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეებს მსვლელობით შეუერთდა პარტია “ევროპული საქართველო”.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაა. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, თუ “ქართული ოცნება” დათმობაზე არ წავა, უფრო მასშტაბურ და ყოვლისმომცველ პროტესტს მიიღებს.

აქციას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები. ეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული რიგით მეორე რეგიონული აქციაა. მათი განმარტებით, აქციები გაგრძელდება და საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება