ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი- თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო