მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მიმართვა

საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს ულოცავენ და მიმართვას ავრცელებენ.

„ინტერპრესნიუსი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გილოცავთ თქვენი აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. გისურვებთ უახლოეს მომავალში გეხილოთ ნაყოფი ღვთისა და მამულის წინაშე თქვენ მიერ გაწეული თავდადებული ღვაწლისა - სულიერად და ტერიტორიულად გამთლიანებული და აღორძინებული საქართველო.

გვჯერა თქვენი თანადგომით, სულიერი და ეროვნული ფასეულობების გარშემო გაერთიანებულები, შევძლებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და სამშვიდობო გზაზე გასვლას. ნიშნად თქვენდამი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემისა გვსურს მოკლე განცხადებით დავადასტუროთ ჩვენი მზადყოფნა ვიდგეთ თქვენს გვერდით ქვეყნის თვითმყოფადობის დაცვის სამსახურში.

დავიცვათ ჩვენი სულიერი და ეროვნული ფასეულობები

ტოტალიტარული რეჟიმის შედეგად შერყეული ჩვენი ეროვნული ცნობიერებისათვის ადვილი არ არის გლობალიზაციის პირობებში ჩვენი იდენტობისათვის უცხო ფასეულობების ზეგავლენასთან გამკლავება.

დღეს, ისევე როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის სადარაჯოზე, უპირველესად, მტკიცედ და შეურყევლად დგას საქართველოს ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წინამძღოლობით.

წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიისა და უპირველესად, მისი მწყემსმთავრის დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარე კამპანიამ ბოლო პერიოდში ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და არაჯანსაღი ხასიათი მიიღო.

ეკლესიისა და მისი მეთაურის ავტორიტეტისადმი უკრძალველობა ხდება საწინდარი საზოგადოებაში და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში ნიჰილიზმისა და ჩვენი სულიერი და ეროვნული ფასეულობებისათვის უცხო და მიუღებელი ცნობიერების დამკვიდრებისა.

ახალგაზრდობა ჩვენი საზოგადოების ყველაზე გულწრფელი და მგრძნობიარე ნაწილია. ბოლო წლებში ახალგაზრდა თაობაში გამოვლენილი აგრესიისა და ავტოაგრესიის მაგალითები არის უპირველესი მაჩვენებელი საზოგადოებრივ ცნობიერებაში არსებული სერიოზული ხარვეზებისა. შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის არა მარტო საზოგადოების სულიერ ჯანმრთელობას, არამედ ასევე ქვეყნის მთლიანობასა და სტაბილურობას.

მოვლენების ამგვარი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ყოველმა ჩვენგანმა სამოქალაქო პასუხისმგებლობის პიროვნულ ნაკლებობაში უნდა დავინახოთ. ანტიეროვნულ და ანტირელიგიურ ფასეულობათა ასეთი მოძალება ჩვენ იმის შედეგიც გვგონია, რომ ვერ ვიჩენთ სათანადო ზრუნვასა და ყურადღებას ტოტალიტარული რეჟიმის დროს შერყვნილი ჩვენი ეროვნული ცნობიერების აღსადგენად.

სულიერი და ეროვნული ფასეულობების დაცვა ჩვენი საზოგადოების ყოველი წევრის ვალია. ამ ვალდებულების აღსრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამედროვე პრობლემების ანალიზი და მოგვარება დაეფუძნება ქვეყნის თვითმყოფადობის გამომხატველ სულიერებასა და ზნეობას, საქართველოს უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის სიღრმისეულ ცოდნასა და პოპულარიზაციას, მომავალი თაობების ამ სულისკვეთებით აღზრდას“, - აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

დავით მუსხელიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

. მინდია უგრეხელიძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ნუგზარ ბაგრატიონი - სამეფო ოჯახის მეთაური.

თამაზ კვაჭანტირაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

გივი შახნაზარი - მწერალი.

გივი ღამბაშიძე – არქეოლოგი, ისტორიის დოქტორი, თბილისის გ. ბააზოვის სახ. საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორი.

ბესიკ ხარანაული - პოეტი.

თემურ ჩხეიძე - თეატრის რეჟისორი.

ჯამლეტ ხუხაშვილი - სპორტული მიმომხილველი.

ლილი ბააზოვი - აღმოსავლეთმცოდნეობის დოქტორი.

იცხაკ დავითი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (აშშ), საქართველოს საპატიო მოქალაქე.

გია ანჩაბაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

რამაზ (ბუბა) ხოტივარი - კინორეჟისორი.

ნერსე ბაწაში - მოქანდაკე.

მაკა ჯოხაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მწერალი.

თამარ ცაგარეიშვილი - ტელეჟურნალისტი.

ავთანდილ არაბული – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

ლერი დათაშვილი - გერმანია, მიუნხენი, ევროპის კოსმოსური ტექნოლოგიის ცენტრი, წამყვანი მეცნიერი, LSS GmbH-ის გენერალური დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი.

ზაალ (ზაზა) კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი (შვედეთი), თსუ მოწვეული პროფესორი.

იანო ალიბეგაშვილი – მილანის საოპერო თეატრის სოლისტი, სოპრანო.

ელისო ბოლქვაძე - პიანისტი.

ლევან ჭოღოშვილი - მხატვარი.

გიორგი შერვაშიძე - სამხედრო პირი.

ლევან ლაღიძე - მხატვარი.

ზაზა შათირიშვილი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მექა ხანგოშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი.

ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, ძალოსანი.

კოტე ბარიხაშვილი - ჰერეთის მკვიდრი, თეატრის თანამშრომელი.

ფერეიდანში მცხოვრები ქართველები

საიდ მულიანი (გიორგი მულიაშვილი) - ისტორიის დოქტორი.

ალი ფაშაი (ალექსანდრე იოსელიანი) - პედაგოგი.

თურქეთში მცხოვრები ქართველები

სეზენ გიონენ ოქჩანი – ადვოკატი. სტამბოლის შ. რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი.

ორჰან ბერიძე - სტამბოლის შ. რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი.

ფეჰმი უზალი – სტამბოლის ქართული კულუტურის ცენტრის ხელმძღვანელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა