გონივრული ინვესტიცია A კლასის ბიზნეს-ცენტრში

კომპანია კოლიერსი აგრძელებს საინვესტიციო პროდუქტებზე მუშაობას და ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებულ ადამიანებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ გრძელვადიანი საიჯარო კონტრაქტით გაქირავებულ საოფისე უძრავი ქონება.
ამჯერად კოლიერსს მეორე შერჩეული ქონება - King David ბიზნეს ცენტში მდებარე, 218 კვ.მ ფართობის ოფისი გამოაქვს გასაყიდად. ოფისი 5 წლიანი იჯარითაა გაცემული საერთაშორისო კომპანიაზე, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება გაწყვიტოს საიჯარო ურთიერთობა, რაც პროდუქტის კიდევ ერთი უპირატესობაა.
ოფისის ღირებულება 650,000 აშშ დოლარი -1,885,000 ლარია დღგ-ს გარეშე. დაინტერესების შემთხვევაში მყიდველებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გამარტივებული საინვესტიციო სესხით და მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობით შეიძინონ აღნიშნული უძავი ქონება.
საკონტაქტო ნომერი: 577922020
(R)
























