ლუკა სირაძის ძმა - მარიანა ჩოლოიანმა ჩემი ძმა დაკითხა როგორც კრიმინალი

როდესაც გამოვიდა ჩემი ძმა იმ კაბინეტიდან ტიროდა, ითხოვა სასწრაფო დახმარება, თუმცა ამაზე გამომძიებელმა განუცხადა, რომ როცა ის ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გამოიძახებდა სასწრაფო დახმარებას, - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გარდაცლილი 15 წლის ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, მისი ძმის დაკითხვაზე თავიდანვე იყო აგრესიული ფონი და მუქარა.

„დაახლოებით, 4 საათი გრძელდებოდა ეს დაკითხვა და რომ ვერ უმტკიცებდნენ და თვითონ ლუკაც არ აღიარებდა, როგორც ვიცი, დაიძაბნენ. ჩემი ძმაც უკვე საკმაოდ ხმამაღალი ტონი პასუხობდა და ისიც მუქარას აგრძელდება. ამ დროს სცადა დედამ ჩემი ძმის დამშვიდება და ამ პერიოდში, როგორც ვიცი, იქ მჯდომი კიდევ ერთ-ერთი პოლიციელი ადგა და ჩემი ძმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, დედის თვალწინ აყენებდა შეურაცხყოფას. 2-3 წუთის შემდეგ, კაბინეტიდან მესამე პიროვნება გამოვიდა და ჩემს ძმას უთხრა, რომ მასთან შესულიყო. როდესაც გამოვიდა ჩემი ძმა იმ კაბინეტიდან ტიროდა, ითხოვა სასწრაფო დახმარება, თუმცა ამაზე გამომძიებელმა განუცხადა, რომ როცა ის ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გამოიძახებდა სასწრაფო დახმარებას. ოთახიდან გამოსვლიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, დაიწყო ამ ყველაფრის აღიარება. დედამ, რომ კითხა თუ რა მოხდა იმ კაბინეტში, უპასუხა რომ მას ე.წ. კაპეზეთი ემუქრებოდნენ“, - განმარტა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმამ.

ბექა სირაძის თქმით, სკოლა მის ოჯახს არ დაკავშირებია, შესაბამისად მისი ძმა და დედა პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.

„ეუბნებოდნენ, რომ ლუკა ჩანდა კამერებში. დედამ ითხოვა, რომ კამერების ჩანაწერებს ნახავდა და თუ თავის შვილს ამოიცნობდა, ზარალის ანაზღაურებაზე პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა დედას უთხრეს, რომ ამის ჩვენების უფლება არ ჰქონდათ. შემდეგ ისევ გაგრძელდა ყვირილი, მუქარა. ეუბნებოდნენ, რომ აღიარე, თორემ შენს ძმას სასწავლებელში პრობლემებს შევუქმნითო. ემუქრებოდნენ: „დაგიჭერთ, შენნაირი აქ ათასი მოსულა, ჩაგაყუდებთ“ და მსგავს რაღაცებს ეუბნებოდნენ. პირველ რიგში, მუქარას იწყებდა მარიანა ჩოლოიანი, რომელიც უშუალოდ იყო ჩემი ძმის საქმით დაკავებული. ის იყო პირველი, რომელიც ჩემს ძმას ემუქრებოდა იმით, რომ მე შემექმნებოდა სასწავლებელში პრობლემები, ანუ დაკითხა როგორც კრიმინალი“, - განაცხადა ბექა სირაძემ.

მისი ინფორმაციით, ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე მარტო 15-20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

„როგორც ვიცი, დედას დაახლოებით 15-20 წუთი პოლიციის თანამშრომელთან ერთად სახლში წასვლა მოუწია. თუ არ ვცდები, ლუკას მასწავლებლის ნომერი უნდოდათ რაღაცის დასადგენად. შესაბამისად, ეს პერიოდი ჩემი ძმა მარტო იმყოფებოდა.

იმ დღეს რატომღაც არ მოხდა ამ ჩვენების დასრულება და გადაიდო მეორე დღისთვის. მეორე დღეს, თავიდან, როგორც ვიცი, თითქოს ისევ აპირებდა ეღიარებინა, რომ ის იყო, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი უარყო. ყვირილი, ჩხუბი გაგრძელდა, თუმცა ამის შემდეგ გამოუშვეს სახლში, ანუ რეალურად ვერ დაუმტკიცეს, ის იყო თუ არ იყო.

როდესაც ლუკა გაიქცა სახლიდან, დედაჩემმა, პირველ რიგში, დაურეკა მარიანა ჩოლოიანს და სთხოვა მოეძებნა მისი შვილი და დახმარებოდა. ამაზე მიიღო უარი. მან უთხრა, რომ შენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოგიძებნოსო“, - განაცხადა ბექა სირაძემ.

ბექა სირაძის განმარტებით, გამოძიებას მისი დედის ახალი ჩვენება სჭირდება, შესაბამისად ის რამდენიმე დღეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კიდევ ერთი ჩვენების მისაცემად აპირებს მისვლას.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს