უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო, როგორც გრძელვადიან გამოწვევებსა და გეგმებზე, ასევე, იმ პირველი რიგის პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც ამ ეტაპზე პრიორიტეტულია.

მათი ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან თბილისში ამოქმედდება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელსაც საწყის ეტაპზე 25 სპეციალიზებული გამომძიებელი ეყოლება. ასევე, შეიქმნება კრიზისულ სიტუაციებში რეაგირების უწყებათაშორისი დეტალური გეგმა, სადაც გაიწერება ყველა აქტორთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები და ვალდებულებები.

„განვაგრძობთ მუშაობას სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების და არასრულწლოვანი მოწმეებისთვის ადვოკატის ყოლის აუცილებლობის საკითხებზე. დღეს დილიდან შესაბამისი უწყებები უკვე გვაწვდიან ინფორმაციას და აგრძელებენ მუშაობას თითოეული მიმართულებით. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ როგორც ოთხივე სამინისტროს და განსაკუთრებით მინისტრის მოადგილეებს აქტიური თანამშრომლობისათვის, ასევე - პროცესში ჩართულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს”, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესი ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს და მას კოორდინაციას უწევს ადამიანის უფლებათა სამდივნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა