ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს 6 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების შერჩევის პროცედურა საბჭოში დარღვევებით წარიმართა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს 6 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების შერჩევის პროცედურა იუსტიციის საბჭოში დარღვევებით წარიმართა.

ნაზი ჯანეზაშვილს ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის მიმართ კითხვები აქვს და აღნიშნავს, რომ " 7 ბიულეტენში ასპროცენტიანი დამთხვევა იყო,რაც ეჭვებს ბადებს,წინასწარ ხომ არ შეთანხმდნენ საბჭოს წევრები და ასე ხომ არ დაუჭირეს მხარი კანდიდატებს".

"ჩემთვის გაუგებარია, გიორგი მიქაუტაძე თან მონაწილეობდა ამ პროცესში, როგორც საბჭოს მდივანი და სხდომის თავმჯდომარე, თან კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. ასეთ რამეს კანონი არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, ის პროცედურა ,როცა 2/3-ით უნდა გადაწყვეტილიყო, თუ ვინ წარედგინებოდა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის სტატუსით, ჩატარდა,ასევე დარღვევით. ასეთ რამესაც,ასეთი ფორმით - ყუთებში ყველა ბიულეტინის ჩაყრას, შემდეგ ასეთი ფორმით დათვლას, დიმიტრი გვრიტიშვილის ინიციატივას რომ გამოვიდა და დაეხმარა მიქაუტაძეს , ასეთ რამეს კანონი არ ითვალსიწინებს. "- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

რაც შეეხება შედეგებს, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ 7 ბიულეტენში აბსოლუტური დამთხვევა იყო, რაც ჰბადებს ეჭვებს, ხომ არ იყო კანდიდატების მხარდაჭერა წინასწარ შეთანხმებული.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კანდიდატების შერჩევისას პროცედურები დაირღვა, სხდომაზე რატომ არ დააყენა ეს საკითხი და რატომ მიიღო მონაწილეობა კანდიდატთა შერჩევაში,ჯანეზაშვილმა უპასუხა, რომ საკითხი მანამდე დააყენა.

"საკითხის დაყენების ფორმას მე ვწყვეტ.ანუ მე შემიძლია კითხვის ფორმით დავაყენო ეს საკითხი, ან შემიძლია წარმოვადგინო. ეს საკითხი დაყენებული მაქვს განსხვავებულ აზრში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო, კენჭისყრის პროცედურები განესაზღვრა. ასეთი რამე არც წინა ჯერზე გაუკეთებია და არც ამჯერად გააკეთა. ეუთომ გააკეთა რეკომენდაცია და თქვა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა",-განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა