საგარეო უწყების ინფორმაციით, ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შედეგად, საქართველოს 8 დაშავებული მოქალაქე სტაციონარშია გადაყვანილი და საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შედეგად დაშავებული საქარათველოს 8 მოქალაქე სტაციონარშია გადაყვანილი. საგარეო უწყება ლიპეცკის ოლქში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ, 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

"პირველადი მონაცემებით ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 8 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 პირი დაიღუპა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაშავებულების და დაღუპულების მოქალაქეობის იდენტიფიცირება.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან, სადაც განთავსებულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740",- ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ასევე საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით უკვე გაემართა 2 ავტობუსი.

უწყების ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ