სარეკლამო კომპანია „პანდა“ მათ მიმართ გამოთქმული 5 ბრალდებიდან 2-ს აღიარებს

სარეკლამო კომპანია „პანდა“ ვიდეომიმართავს ავრცელებს, რითაც „ფეისბუქის“ მიერ რამდენიმე ასეული გვერდის გაუქმებას და სოციალური ქსელის ბრალდებებს ეხმაურება.

როგორც „პანდა“ განმარტავს, 5 ბრალდებიდან ადასტურებენ მხოლოდ 2-ს.

„იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა, ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს. „ფეისბუქის“ გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე. დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით „ქართული ოცნების“ სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი. თქვენთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გვჯეროდა და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ თავისუფლების წართმევის მცდელობით მიღებული ტკივილები, რომლიც 51-ე სკოლაში ჩვენმა კლასმა გამოვიარეთ, მომავალში არცერთმა ადამიანმა აღარ იგრძნოს.

ისტორია ასეთია, მე-8 კლასში ვიყავით, როცა ერთ-ერთ გადაცემაში გავგზავნეთ პლაკატი. მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და დიქტატურას ვაკრიტიკებდით. მეორე დილიდანვე ჩვენს მიმართ პოლიციის მხრიდან დაიწყო დევნა და ფსიქოლოგიური ტერორი. იმავე დღეს, ჩვენი მეგობრის მამა სახელმწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოჯახის წევრებს ჩვენი დაჭერით ემუქრებოდნენ. 51-ე სკოლის დირექტორმა, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ლაგვილავამ დაშალა ჩვენი კლასი, თუმცა ვერ დაშალა იდეა, რომელსაც დღემდე ვემსახურებით. დღეს ჩვენი მორალური ღირებულებები ეფუძნება იმას, რომ თქვენ და თქვენმა შვილებმა იგივე არ გამოსცადოთ“, - აცხადებს „პანდა“.

მათივე თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საკუთარ ხალხზე ტერორი ვეღარავინ შეძლოს.

„რა მოხდა სინამდვილეში? - გამოქვეყნდა ორი დამოუკიდებელი დასკვნა, ერთის ავტორია ოფიციალური „ფეისბუქი“, ხოლო, მეორე ეკუთვნის ორ ქართველს: ეთო ბუზიაშვილსა და გივი გიგიტეიშვილს. „ფეისბუქი“ ამბობს ერთს, ეს ადამიანები კი მეორეს. მიკერძოებულმა პროფესიონალმა ეთო ბუზიაშვილმა საკუთარი ვარაუდის და არა ფაქტების საფუძველზე, დადო დასკვნა, რომლითაც ხუთ ბრალდებას გვიყენებს. მათგან „ფეისბუქი“ მხოლოდ ორს ადასტურებს. ბრალდება 1-ელი: ე.წ. „ფეიკ ნიუსების“ გავრცელება- „ფეისბუქი“ ამას არ ადასტურებს. ბრალდება მე-2: მიკერძოებული პროფესიონალი ამტკიცებს, რომ საზოგადოების გახლეჩვას ვცდილობდით - „ფეისბუქი“ ამას არ ადასტურებს. ბრალდება მე-3: მიკერძოებული პროფესიონალი ბრალს გვდებს ანტიამერიკულ პროპაგანდაში - „ფეისბუქი“ ამას არ ადასტურებს. რას აბობს „ფეისბუქი“? - ისინი წერენ, რომ ჩვენ სისტემურად ვმუშაობდით. დიახ, ეს ასეა. ჩვენ ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს. „ფეისბუქი“ ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკულები ვიყავით ოპოზიციის მიმართ. დიახ, ჩვენ ამასაც ვადასტურებთ. თუმცა, მიკერძოებულ დასკვნაში ეს პუნქტი მოხსენიებული იყო , როგორც სიძულვილის ენა და დისკრედიტაცია. რეალობა ასეთია, რასაც „ფეისბუქმა“ კრიტიკა უწოდა, მათ შავი პიარი დაარქვეს. ყველაფერი ჩვენ მოგვაწერეს და გააზვიადეს. „ფეისბუქს“ არ უთქვამს, რომ პოსტები შინაარსის გამო დაბლოკა, მან დაგვბლოკა სისტემურობის გამო. ამის შემდეგ პოლიტიკოსებისგან მართულმა მედიასაშუალებებმა, „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ გადააბიჯეს ყველანაირ მორალურ პრინციპებს და სიმართლისა და ტყუილის ულუფებს შორის ტყუილი დააგემოვნეს მაშინ, როცა ოფიციალური დოკუმენტი უნდა გაეშუქებინათ უფრო დიდი დრო მიკერძოებული პროფესიონალის ვარაუდს დაუთმეს და არა „ფეისბუქის“ დასკვნას. ფაქტები დაამახინჯეს და „ფეისბუქის“ მიერ დაბლოკილი ყველა ქართული გვერდი ჩვენ მოგვაწერეს. შესაბამისად, მათ შექმნეს აზრი, თითქოს ჩვენ ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და 20 ივნისის აქციების დაშლისას დაზარალებული მაკო გომურის წინააღმდეგ ვმოქმედებდით. თითქოს, „ბოტების“ ხელით კომენტარებს ვწერდით. ეს არცერთ დასკვნაში არ წერია. ჩვენ მსგავსი რამ არასდროს გაგვიკეთებია. მათ შექმნეს აზრი, რომ ანტიამერიკულ პროპაგანდას ვეწეოდით. ამის მაგალითად მოიყვანეს ფაქტი, რომ თითოს ამ კონკრეტული პოსტით ვეწეოდით დასავლეთის დისკრედიტაციას მაშინ, როცა იმავე შინაარსის სტატიას ავრცელებს ისეთი ლიბერალური მედიასაშუალება, როგორიც არის BBC. სხვათა შორის, „ფეისბუქმა“ იმავე დღეს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც დაუბლოკა გვერდები. ერთადერთი კითხვა, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში პასუხი არ გვქონდა, იყო ის, თუ რატომ იყო ეს დასკვნა ასეთი მიკერძოებული. ამ დასკვნის ავტორი არის „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებლების ახლო მეგობარი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერტი ეთო ბუზიაშვილი. იმის გამო რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ჩვენი ინტერნეტრესურსების სათავისოდ გამოყენება „მთავარი არხის“, „ფორმულა კრეატივის“ და ეთო ბუზიაშვილის დახმარებით ცილისმწამებლური კამპანია დაგეგმა. ეს ის „მათავრი არხია“, რომელმაც რეალურად გააღვივა მოქალაქეებს შორის შუღლი და საზოგადოება გახლიჩა. ეს ის „ფორმულა კრეატივია“, რომელიც პროპაგანდას ეწეოდა და „მიშა მაგარიას“ ნერგავდა. ეს ის „ფორმულაა“, რომელიც თავიდანვე ემსახურებოდა ცრუ ლიბერალების შექმნას და მართავს. სამწუხაროდ, ეს ის ეთო ბუზიაშვილია, რომელმაც ვერ შეამჩნია, რომ „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ საერთო რესურსებს ფლობენ „ფეისბუქში“ და კოორდინირებული მუშაობით ავრცელებენ სხვადასხვა ინფორმაციას. სამწუხაროდ, ამიერიდან ეთო ბუზიაშვილი მიკერძოებული პროფესიონალიდან მხოლოდ მიკერძოებული სტატუსით დარჩა. რაც შეეხება ცრუ ლიბერალების დაჯგუფებას, რომელიც ყოველდღიურად ხელს უშლის და დასცინის ტრადიციულ და განვითარებაზე ორიენტორებულ ადამიანებს, ამ ჯგუფის წევრებს საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონიათ. ისინი ბნელებს უწოდებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვს ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას და ენერგიას, რათა ამ ჯგუფმა ვეღარ შეძლოს დაცინვის ენით საუბარი და ბულინგი. ასევე, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა მედიასაშუალებებმა ვეღარ შეძლონ მასობრივად ტყუილების გავრცელება. ნებისმიერ პოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საკუთარ ხალხზე ტერორი ვეღარავინ შეძლოს“, - აცხადებს სარეკლამო სააგენტო „პანდა“.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო