EMC „ჩიპის“ შემცველი პირადობის მოწმობების საკითხზე - საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფოსა და რელიგიის სფეროების გამიჯვნის ფრთხილ ხაზებზე მოუწევს გავლა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის არსებით განსახილველად მიღებისა და სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმაურება და სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ EMC-დან აცნობეს, ორგანიზაციის შეფასებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა ე.წ. „სერიოზულობის და დამაჯერებლობის ტესტს“ ვერ აკმაყოფილებს.

“მოსარჩელეთა დასაბუთებით, კანონით დადგენილი ის შეზღუდვა, რომლითაც მოქალაქეს არ აქვს უფლება ისარგებლოს ე.წ. უჩიპო პირადობის მოწმობებით, იწვევს მოქალაქეთა ნაწილის სრულ სოციალურ იზოლაციას, მათ შორის პროფესიულ საქმიანობაში და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მათ.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი შეზღუდვა პირებს, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, შესაძლებლობას ართმევს ისარგებლონ აუცილებელი სერვისებისა და კანონით გარანტირებული უფლებების ფართო სპექტრით. შესაბამისად, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება.

EMC-ს შეფასებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. „სერიოზულობის და დამაჯერებლობის ტესტს. კერძოდ: მოსარჩელეების განმარტებით, „ჩიპის“ შემცველი პირადობის მოწმობები გამოიყენება როგორც ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალება და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას, რის გამოც, ამგვარი დოკუმენტებით სარგებლობა ეწინააღმდეგება მათ რწმენას. ამის საპირისპიროდ, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არ დგინდება ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველ პირადობის მოწმობებში ანტიქრისტიანულ სიმბოლოთა გამოყენება და ასეთი მოწმობით სარგებლობაზე უარის თქმა არ გამომდინარეობს მართლმადიდებლური სწავლებიდან. მიუხედავად იმისა, რომ პირის რელიგიური რწმენა დაცვის ღირსია იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა იგი ოფიციალურ რელიგიურ დოგმას ან/და რელიგიური ლიდერების დამოკიდებულებებს, როგორც მინიმუმ, მოსარჩელეებმა უნდა დაასაბუთონ კავშირი ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობების გამოყენებასა და რელიგიას შორის, რათა არ მოხდეს ხელოვნურად შექმნილ, გამოგონილ რწმენაზე აპელირება.EMC-ს მიაჩნია რომ ამგვარი დასაბუთება კონსტიტუციურ სარჩელში არ ჩანს. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ უპირობოდ მიიღო მოსარჩელეთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობების გამოყენება არსებითად ეწინააღმდეგება მოსარჩელეთა რწმენას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ არის .სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა იმ საკითხზე , ერთი შეხედვით რამდენად აკმაყოფილებდა მოსარჩელეების მოთხოვნა სერიოზულობისა და დამაჯერებლობის ტესტს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიყენა ნორმის შეჩერების მექანიზმი, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავს სასამართლო, როდესაც არსებობს მოსარჩელის უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხე და პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია.

EMC მიიჩნევს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა, სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებულ რისკებზე და იმ პირობებში, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გამოიყენა შეჩერების საგამონაკლისო მექანიზმი.

EMC დააკვირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვას და ამ პროცესში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფარგლების განმარტების მეთოდოლოგიასა და მიდგომებს, რომელსაც სახელმწიფოსა და რელიგიის სფეროების გამიჯვნის ფრთხილ ხაზებზე მოუწევს გავლა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

EMC „ჩიპის“ შემცველი პირადობის მოწმობების საკითხზე  -  საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფოსა და რელიგიის სფეროების გამიჯვნის ფრთხილ ხაზებზე მოუწევს გავლა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის არსებით განსახილველად მიღებისა და სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმაურება და სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ EMC-დან აცნობეს, ორგანიზაციის შეფასებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა ე.წ. „სერიოზულობის და დამაჯერებლობის ტესტს“ ვერ აკმაყოფილებს.

“მოსარჩელეთა დასაბუთებით, კანონით დადგენილი ის შეზღუდვა, რომლითაც მოქალაქეს არ აქვს უფლება ისარგებლოს ე.წ. უჩიპო პირადობის მოწმობებით, იწვევს მოქალაქეთა ნაწილის სრულ სოციალურ იზოლაციას, მათ შორის პროფესიულ საქმიანობაში და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მათ.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი შეზღუდვა პირებს, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, შესაძლებლობას ართმევს ისარგებლონ აუცილებელი სერვისებისა და კანონით გარანტირებული უფლებების ფართო სპექტრით. შესაბამისად, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება.

EMC-ს შეფასებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. „სერიოზულობის და დამაჯერებლობის ტესტს. კერძოდ: მოსარჩელეების განმარტებით, „ჩიპის“ შემცველი პირადობის მოწმობები გამოიყენება როგორც ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალება და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას, რის გამოც, ამგვარი დოკუმენტებით სარგებლობა ეწინააღმდეგება მათ რწმენას. ამის საპირისპიროდ, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არ დგინდება ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველ პირადობის მოწმობებში ანტიქრისტიანულ სიმბოლოთა გამოყენება და ასეთი მოწმობით სარგებლობაზე უარის თქმა არ გამომდინარეობს მართლმადიდებლური სწავლებიდან. მიუხედავად იმისა, რომ პირის რელიგიური რწმენა დაცვის ღირსია იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა იგი ოფიციალურ რელიგიურ დოგმას ან/და რელიგიური ლიდერების დამოკიდებულებებს, როგორც მინიმუმ, მოსარჩელეებმა უნდა დაასაბუთონ კავშირი ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობების გამოყენებასა და რელიგიას შორის, რათა არ მოხდეს ხელოვნურად შექმნილ, გამოგონილ რწმენაზე აპელირება.EMC-ს მიაჩნია რომ ამგვარი დასაბუთება კონსტიტუციურ სარჩელში არ ჩანს. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ უპირობოდ მიიღო მოსარჩელეთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობების გამოყენება არსებითად ეწინააღმდეგება მოსარჩელეთა რწმენას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ არის .სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა იმ საკითხზე , ერთი შეხედვით რამდენად აკმაყოფილებდა მოსარჩელეების მოთხოვნა სერიოზულობისა და დამაჯერებლობის ტესტს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიყენა ნორმის შეჩერების მექანიზმი, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავს სასამართლო, როდესაც არსებობს მოსარჩელის უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხე და პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია.

EMC მიიჩნევს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა, სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებულ რისკებზე და იმ პირობებში, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გამოიყენა შეჩერების საგამონაკლისო მექანიზმი.

EMC დააკვირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვას და ამ პროცესში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფარგლების განმარტების მეთოდოლოგიასა და მიდგომებს, რომელსაც სახელმწიფოსა და რელიგიის სფეროების გამიჯვნის ფრთხილ ხაზებზე მოუწევს გავლა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია