ვაჟა გაფრინდაშვილი - წასვლის მიზეზი ავადმყოფის ნახვა იყო, რომლის სახელ-გვარსაც ვერ ვიტყვი - როცა დამაკავეს, იქ ვუთხარი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონში ავადმყოფის სანახავად წავიდა. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაციენტის სახელსა და გვარს გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაასახელებს.

„გასახსენებელი ბევრი არაფერია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც იყო, ეს იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა, რომელზეც მაპატიეთ, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი გვარს და იმას სად ცხოვრობდა, იმიტომ, რომ პრობლემა შეექმნება იმ ადამიანს. წავედი სანახავად უფრო, დახმარება შეიძლება უფრო ნაკლებად ითქვას, ვერ ვიტყვი ვინ იყო. როცა დამაკავეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა, იქ, უკვე ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ამასთან, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა თანადგომისათვის ყველას მადლობა გადაუხადა.

„ყველას დიდი მადლობა, ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ არ არის გასაკვირი, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს, იმიტომ, რომ ჩემი დიქციიდან გამომდინარე, ყოველთვის ვერიდებოდი. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემი პროფესია, ექიმობა ავირჩიე, სხვას უსმენ და უფრო ნაკლებს შენ ლაპარაკობ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. სამწუხაროდ, ნაკლები ინფორმაცია მქონდა. სულ ორჯერ შევძელი ტელევიზიის ნახვა და ისიც მხოლოდ პირველ არხს იჭერდა. ერთხელ იყო ცხინვალის ტელევიზიაში გადაცემა და მცირე ინფორმაციას ვიღებდი ადგილობრივი გაზეთებიდან. ვიცოდი, რომ იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ ამხელა მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი, ყველას დიდი მადლობა. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, (ზუსტად შვიდი კვირა გამოვიდა) ის მხარდაჭერა იყო, რასაც ვგრძნობდი და რასაც ვფიქრობდი, რომ იქნებოდა, მაგრამ მოლოდინმა ბევრად გადააჭარბა იმას, რაც რეალურად ვნახე. ყველას დიდი მადლობა“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს.

იხილეთ ვიდეო

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს