ვაჟა გაფრინდაშვილი - რისკი ყოველთვის არის - ასე თუ ისე ვეცადე, ჩემი საექიმო მოვალეობა შემესრულებინა

რისკი ყოველთვის არის - მე ასე თუ ისე ვეცადე, ჩემი საექიმო მოვალეობა ნაწილობრივ შემესრულებინა, - ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რას იტყვის იმ რისკთან დაკავშირებით, რაც არსებობდა, როდესაც ის თავის პაციენტთან მიდიოდა, გაფრინდაშვილმა უპასუხა, რომ რისკი ყოველთვის არის.

„იცით, რა არის, რისკი ყოველთვის არის, ქუჩაშიც რისკი გვაქვს, ხომ, მაგრამ იქ, მე ასე თუ ისე, ალბათ ვეცადე, ჩემი საექიმო მოვალეობა ნაწილობრივ შემესრულებინა. მიუხედავად საოკუპაციო ხაზისა“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს