ვაჟა გაფრინდაშვილი - დაცვა შემოვიდა, ციხის უფროსი გეძახის, გაგიშვესო - ბარგიც არ ჩამილაგებია

ბარგიც არ ჩამილაგებია, იქ, მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, ახალი წლისთვის შენახული. ცხადია, იქ , რაღაც პატარა ზეიმი იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ საერთო სუფრაზე შევიტანდი, - ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ცხინვალის საპატიმროში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა.

ექიმმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიტყო მისი გათავისუფლების შესახებ.

„დაახლოებით, დილის, 09:25 წუთი იყო, დაცვა შემოვიდა, იკითხეს ეს ყველაფერი შენიაო? კი, აბა, სხვისი რა უნდა იყოს-მეთქი. ციხის უფროსი გეძახის, გაგიშვესო. წარმოდგინეთ, ის ბარგიც მე არ ჩამილაგებია. მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, ახალი წლისთვის შენახული. ცხადია, იქ, რაღაც პატარა ზეიმი იქნებოდა. ვფიქრობდი,რომ საერთო სუფრაზე შევიტანდი, ან თუ გამომიშვებდნენ, ვინმეს დავუტოვებდი“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმის თქმით, მისი გათავისუფლების საკითხი 12 საათის განმავლობაში გადაწყდა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს.

ქართველი ექიმი საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს